menu close search
გასტრონომია

1 ოქტომბერს Tbilisi Gastro Week 2023 იწყება

29 სექტემბერი, 2023

ტატო ანთაძე

1-ელი ოქტომბრიდან 7 ოქტომბრამდე თბილისში მეორე საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი გაიმართება. Tbilisi Gastro Week ყოველწლიური კულინარიული ღონისძიებაა, რომელიც ცნობილ შეფმზარეულებს და კულინარიული ხელოვნების მოყვარულებს აერთიანებს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე, სადაც თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებისთვის, ბილეთებზე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. 

პროექტის მიზანია Tbilisi Gastro Week-ის სტუმრებისთვის დაუვიწყარი და უნიკალური გამოცდილების შექმნა, ხოლო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისევე საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით. 

Tbilisi Gastro Week-ის პარტნიორია საერთაშორისო გასტრონომიული კომპანია Bon Vivant Communications, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აწყობს ექსკლუზიურ ვახშმებს და მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფებს მსოფლიო ტურის დაგეგმვასა და მარკეტინგში ეხმარება. სწორედ Bon Vivant Communications-ის დახმარებით ეწვევიან მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფები საქართველოს. 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ექსკლუზიური ვახშმების სერია, სადაც წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს სინთეზით შექმნილი კერძები. საერთაშორისო და ადგილობრივი შეფებისგან დაკომპლექტებულ წყვილებს თბილისის ხუთი რესტორანი უმასპინძლებს. 

კვირეული 7 ოქტომბერს კლუბ Underwheel-ში გასტრონომიული წვეულებით  - “Star Chefs’ Street Edition” დასრულდება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მზარეულების მომზადებული კერძები. აღსანიშნავია, რომ წელს გაიმართება Young Chefs’ Contest-იც, რომელშიც დამწყები შეფები მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო გამარჯვებული ერთი თვით სტაჟირებას გაივლის პორტუგალიაში, ორი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორან Ocean-ში, რომელსაც ცნობილი შეფი, ჰანს ნოინერი ხელმძღვანელობს. 

14 1 7 13 5

Tbilisi Gastro Week-ში მონაწილეობენ პორტუგალიელი შეფი ჰანს ნოინერი, მაიკლ ვან დერ კროფტი ნიდერლანდებიდან, რომელიც საუკეთესო შეფმზარეულის ჯილდოს ნომინანტია, კამილა სეილდერი, სამხრეთ ამერიკული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფმზარეული, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელები ალეხანდრო სერანო და დიპაკერ ხოსლა. აღსანიშნავია, რომ Street Edition-ის ფარგლებში საქართველოს ესტუმრებიან სომეხი შეფები, რაფაელ კაზუმიანი და არევიკ მარტიროსიანი. Tbilisi Gastro Week-ში ასევე მონაწილეობენ ქართველი შეფები, თეკუნა გაჩეჩილაძე, ქეთი ბაქრაძე, მერიკო გუბელაძე, რამაზ გემიაშვილი და გიორგი ნინუა. 
Hammock magazine Visa-სთან და თიბისი კონცეპთან ერთად მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მუდმივად გააშუქებს Tbilisi Gastro Week-ის სიახლეებს, რომელსაც ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.


გამოქვეყნების თარიღი:

29 სექტემბერი, 2023

დაწერე კომენტარი