Balenciaga-ს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენება სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით იყო სავსე. დემნა გვასალიასთვის დამახასიათებელ სილუეტებთან ერთად, ჩვენების ბოლოს ქართველმა დიზაინერმა ბალენსიაგას ახალი ეპოქისათვის ჯერ კიდევ უცხო, ნაზი, კლასიკური და დახვეწილი საღამოს კაბები წარმოადგინა. თუმცა, კოლექციის შემოქმედებით დეტალებთან ერთად განსაკუთრებით საინტერესო ჩვენებაზე მოდელების სახით წარმოდგენილი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ. 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენება თავად დემნას დედამ გახსნა, ხოლო დახურვის პასუხისმგებლობა დემნას BFRND-ს დაეკისრა, რომელმაც ბრენდის 2000 წლის წინა საკოლექციო 7 საქორწინო კაბის ერთად შეკრული ვერსია მოირგო. ამასთან ერთად, პოდიუმზე ცნობილი ამერიკელი მოდის ჟურნალისტი და კრიტიკოსი, ქათი ჰორინიც გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში დემნას ჩვენებებზე ტოპ მოდელები არ მონაწილეობდნენ, ბოლო დროს თანამედროვე სამოდელო ბიზნესის გამორჩეული სახეები გაცილებით ხშირად ჩნდებიან, დღევანდელ შოუზე კი მარიაკარლა ბოსკონო ვიხილეთ.
ჩვენებას ფონად, ორკესტრისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზთან ერთად, ფრანგი მსახიობის, იზაბელ იუპერის, ხმაც გასდევდა, რომელიც შოუს მოსაწვევის სახით წარმოდგენილი 96-გვერდიანი ფრანგული წიგნიდან ჟაკეტის გამოჭრისა და შეკერვის დეტალებს კითხულობდა.
დაწერე კომენტარი