ბოლო დროს თბილისი გასტრონომიულად მრავალფეროვანი ადგილი გახდა და ამას მოწმობს არაერთი ახალი რესტორანი, ისევე როგორც კაფე, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და ქალაქის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ახალ ასეთ ადგილს, სადაც შეგიძლიათ გემრიელი და საინტერესო კერძები დააგემოვნოთ.
ინგოროყვას ქუჩაზე ახალი კაფე გაიხსნა, სადაც სტუმრებს ტრადიციული მენიუს გარდა, საუზმით და ბრანჩითაც უმასპინძლდებიან. კაფე დილის 8 საათზე იხსნება, რაც იდეალური მათთვის, ვისთვისაც სამუშაო დღე ადრე იწყება.
აქ დაგხვდებათ მრავალფეროვანი მენიუ - მაჭკატები, სენდვიჩები თუ სხვადასხვაგვარად მომზადებული კვერცხი. Breakfast is-ში მოსვლა შუადღით, შესვენების დროსაც შეგიძლიათ, სადაც ბრანჩისთვის მეტად ნოყიერი კერძებით გაგიმასპინძლდებიან - მაგალითად, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბოსტნეული ქათამთან, ორაგულთან ან ტოფუსთან ერთად.
სიმშვიდეში განტვირთვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რადგან კაფე სიმწვანით გარემოცულ ბაღში მდებარეობს. ასეთ გარემოში საუზმე კი დღის ნამდვილად საუკეთესო დასაწყისია. “მოვა მაისიში” თქვენ დაგხვდებათ თბილი, ახალგამომცხვარი ბრიოშები, დილაადრიანი სტუმრებისთვის - მსუბუქი საუზმეები და საინტერესო სტარტერები.
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, Pepper Boy სტუმრებს ახალ სივრცეში მასპინძლობს და იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ჯანსაღი და გემრიელი აზიური არომატების დაგემოვნება სურს. მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია და ტრადიციული აზიური კერძებისგან შედგება. მაგალითად, ორთქლზე მომზადებული ქათმის ბაო, კვერცხი მარინადში, წყალმცენარეების და კიტრის სალათა და სხვადასხვა მსუბუქი ბოსტნეულის როლები მცირე ჩამონათვალია იმ კერძებისა, რითაც Pepper Boy-ის შეფი ანი დონდუა გიმასპინძლებთ.
სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა თბილისში, სადაც კერძებისა და გამორჩეული დესერტების გარდა, რომლის მენიუც შეფ-მზარეულმა ირკა ქელეხსაშვილმა შეადგინა, Lazy -ის საფირმო კოქტეილებსაც შეხვდებით. კაფეს მთავარი კონცეფცია ერთ მარტივ იტალიურ გამოთქმას - dolce far niente-ს ეფუძნება, რომელიც არაფრის კეთებისგან მიღებული ნამდვილ სიამოვნებასა და ამ თავისუფლებით ტკბობას გულისხმობს. ასე რომ, lazy-ის კარი მუდმივად ღია იქნება მათთვის, ვისაც სურს ყოველდღიური რუტინას თავი დააღწიოს და რამდენიმე საათით საკუთარ თავს დასვენებისა და არაფრის კეთების უფლება მისცეს.
Radisson Red POSTA
Radisson Red-ის POSTA Restaurant კიდევ ერთი ახალი რესტორანია, რომლის საფირმო აზიური კერძების მენიუც ზუკა შონიამ შეადგინა. რესტორანი სულ რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა თბილისის ძველ, ისტორიულ ფოსტის შენობაში და POSTA-ს სივრცის ნაწილია, რომელიც კაფეს, რესტორანსა და წითელ ეზოს მოიცავს.
Los Tacos სტუმრებს ავთენტური მექსიკური სამზარეულოს უგემრიელეს კლასიკურ კერძებს სთავაზობს, იქნება ეს საზიარო კერძები, ტაკოები და კარნიტასი თუ სხვადასხვა ხორცით მომზადებული ბურიტოები. აღსანიშნავია, რომ Los Tacos-ს კვირაობით სპეციალურ ბრანჩის მენიუც აქვს, რომელიც ნაბახუსევის მარტივად გადატანაში დაგეხმარებათ, სამშაბათობით კი Tacos Tuesday ეწყობა.
Uno შეფმზარეულ ალექსანდრე ტაჰიროვის Pop-up პიცერიაა, რომელიც ბარნოვის 42-ში მდებარეობს და 17 სექტემბერს გაიხსნა. Uno სტუმრებს ავთენტურ ნეაპოლურ პიცას სთავაზობს, რომელიც კლასიკური იტალიური რეცეპტით მზადდება და შეგიძლიათ იქვე, გარეთ მიირთვათ ან ისე წაიღოთ, როგორც take-out.
Order “გესტუმრეს” შემქნელების გახსნილი რესტორანია, რომელიც სტუმრებს მარტივ და ამასთანავე გემრიელ მენიუს სთავაზობს, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ხორცის, ისევე როგრც ვეგანური bowl-ები და შაურმა. აღსანიშნავია, რომ Order-ში უგემრიელესი ჰალაპენიოს და ჩილი სოუსები აქვთ, რომლებიც კერძებს არომატულობას მატებს.
ხაშ-ხაში
ხაშ-ხაში სულ რამდენიმე კვირის წინ მაზნიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა და სტუმრებს ქართული სამზარეულოს ტრადიციულ გემოებს სთავაზობს. ხაშ-ხაშის ყველაზე პოპულარული კერძებია ძროხის ხორცის ქაბაბი და ხაში, რომელიც ახალ გამომცხვარ პურთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ.
დაწერე კომენტარი