2 სექტემბერს პარიზის მოდის კვირეულმა Valentino-ს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებას უმასპინძლა. იტალიურმა მოდის სახლმა მომავალი წლის საგაზაფხულო კოლექციის წარსადგენად 1817 წელს დაფუძნებული ფრანგული ხელოვნების სკოლა Beaux-Arts De Paris შეარჩია. 

 ბრენდის კრეატიული დირექტორის, პიერპაოლო პიჩოლის შემოქმედებისათვის დამახიათებელ მინიმალისტურ ელეგანტურობასთან, კლასიკურ და ამავდროულად, ძალიან თანამედროვე დიზაინთან ერთად, ჩვენებას კიდევ უფრო საინტერესო ხასიათი პოდიუმზე გამოჩენილმა მოცეკვავეებმა შესძინეს, რომლებიც მოდელების გამოსვლის პარალელურად contemporary-ს მიმდინარეობის ცეკვის დადგმას ასრულებდნენ. 

 ჩვენებაზე თანამედროვე სამოდელო ბიზნესის გამორჩეულ სახეებთან - კაია გერბერთან, ვიტორია ჩერეტისთან, სორა ჩოისა და მონა თუგარდთან ერთად, ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც გამოჩნდა. 


ფოტო: Vogue Runway