menu close search
ხელოვნება

თბილისში Banksy-ის გამოფენა გაიმართება

03 ოქტომბერი, 2023

ტატო ანთაძე

სახვითი ხელოვნების მუზეუმში Banksy-ის გამოფენა, სახელწოდებით Banksy: Birth of an Icon, 18 ოქტომბერს გაიხსნება და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კურატორ სტივ ლაზარიდისის თქმით, დამთვალიერებლები შეძლებენ გაეცნონ ცნობილი არტისტის კარიერის ყველაზე საინტერესო და ცნობილ ნამუშევრებს:
“ეს კონკრეტული მოგზაურობა Banksy-ისთან ერთად მუშაობის 11 წელიწადს ეხება, როცა მე მისი ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი, მძღოლი, აგენტი მენეჯერი და ყველაფერი ვიყავი… ამ გამოფენაზე ნახავთ Banksy-ის მიერ გავლილ სრულ გზას.”

ბრიტანელი არტისტის ნამუშევრების გარდა გამოფენაზე სტივ ლაზარიდისის დოკუმენტური ფოტოებიც იქნება წარმოდგენილი, რომელიც დამთვალიერებელს ერთგვარ პერსპექტივას შეუქმნის. 

2-3-1-2048x1273 GettyImages-1234565876_1628520258-Read-Only image 384564167_1074973293870753_8331414680640302182_n 380162815_1257723271580822_5713697370730446862_n

აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართველი ქუჩის არტისტების - გაგოშას, მიშიკო სულაკაურის, Semichka-ს, კოსკას და Sick’nTired-ის მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც.  


გამოქვეყნების თარიღი:

03 ოქტომბერი, 2023

დაწერე კომენტარი