1970 წლის 9 სექტემბერს კანტონში, ოჰაიოში დაბადებული ნატალი რენე მაკინტაირი წლების შემდეგ მუსიკის სამყარომ მეისი გრეის სასცენო სახელით გაიცნო და ინდუსტრიის ამ ჟანრის თანამედროვე ლეგენდის სტატუსი მიანიჭა. 

image00002.jpeg 159.39 KB
სიმღერაზე შეყვარებული, თუმცა მორცხვი ნატალი პატარაობიდანვე საკუთარ შემოქმედებით ინდივიდუალურობასა და გრძნობებს წერის დახმარებით ავლენდა. სწორედ ამიტომ, 1985 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიის სტიპენდიაზე უარი თქვა და  კინოსა და სცენარის წერის შესასწავლად სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ოჰაიოდან სამხრეთ კალიფორნიაში გადაბარგების შემდეგ ნატალი რენე მაკინტაირის მეისი გრეიდ გარდაქმნა იწყება - მას შემდეგ, რაც მეგობარმა ჯაზბენდში ჩართვა შესთავაზა. სინამდვილეში, მეისი გრეი  მამამისის პენსიაზე გასული მეგობარი იყო,  რომელიც  მორცხვ ნატალის გამუდმებით არწმუნებდა, რომ ერთ დღესაც რაიმე განსაკუთრებულს შექმნიდა. შიშის მიუხედავად, ჯაზბენდში გაწევრიანების შემდეგ, მეისი გრეი, როგორც ჯაზმუსიკოსი ახალი ცხოვრებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. 1989 წელს, უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ, ლოს-ანჯელესის ანდერგრაუნდ კლუბებში სიმღერამ თანდათანობით კიდევ უფრო სერიოზული სახე მიიღო და ახალგაზრდა მომღერლის ცხოვრების მთავარ გატაცებად თუ საქმიანობად იქცა. თუმცა, მისი, როგორც ჟაზშემსრულებლის, კარიერა ზღაპრულად სულაც არ გაგრძელებულა. წლების განმავლობაში ე.წ. დემო ვერსიის ჩანაწერების ხმის ჩამწერ სტუდიებში გაგზავნამ 1994 წელს  Atlantic Records-თან გაფორმებული კონტრაქტი მოუტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელშეკრულებამ მეისი გრეის წინსვლა და წარმატება ვერ განაპირობა, ამიტომ ლეიბლი დატოვა.
image00003.jpeg 71.22 KB
მძიმე გამოცდილებამ 1997 წელს კვლავ მშობლიურ კანტონში დააბრუნა, სადაც მუსიკალურ კარიერაზე უარის თქმა და მასწავლებლობა გადაწყვიტა. თუმცა, საბედნიეროდ, მეისი გრეის ცხოვრებაში კალიფორნიელი პროდიუსერი გამოჩნდა, რომელმაც ჩანაწერების მოსმენის შემდეგ მომღერალი სტუდიაში დაბრუნებასა და ახალი დემოების ჩაწერაზე დაიყოლია. ასე იწყება თანამედროვე ჯაზის ცოცხალ ლეგენდად აღიარებული მეისი გრეის აღმასვლა, რომელმაც 1999 წელს თავის პირველ სტუდიურ ალბომზე, On How Life Is-ზე დაიწყო მუშაობა - ალბომზე, რომელმაც არტისტის შემოქმედებასა თუ იმდროინდელი ჯაზის მიმდინარეობაში უდიდესი გარდატეხა შეიტანა. სადებიუტო ალბომის წარმატებას სულ მალე,  2001 წელს,   პოპ-ვოკალის საუკეთესო შემსრულებლის კატეგორიაში - სიმღერისთვის  I Try - პირველი გრემის ჯილდოც მოჰყვა.
image00004.jpeg 105.22 KB

  თანამედროვე ჯაზის ლეგენდა - მეისი გრეი - 10 სტუდიური ალბომის, არაერთი ჯილდოსა და წარმატებული ფილმოგრაფიის  შემდეგ,  20 ოქტომბერს Falestra-სა და Mastercard-ის ორგანიზებით თბილისს ეწვევა. Axis Towers-ში მდებარე სივრცე  R&B-ის, სოულისა და ჯაზის ლეგენდარულ შემსრულებელთან შეხვედრის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, ამ შანსის გამოსაყენებლად კი ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთების შეძენას  მხოლოდ ონლაინ, Mastercard-ის ბარათით შეძლებთ.


ფოტო: Vogue, People, Canton Repository, Grammy