პარიზის მოდის კვირეულის დასკვნით დღეს ლეგენდარული ფრანგული მოდის სახლის, Chanel-ის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. შოუს კონცეფცია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე 1823 წელს აგებული Villa Noailles-ის შთაგონებით შეიქმნა.
მოდის სახლის უკვე კულტად ქცეულ ტვიდის ქსოვილთან ერთად, მთელი კოლექცია ფერთა და ქსოვილთა მრავალფეროვანი პალიტრით იყო დატვირთული. ვირჯინი ვიარმა კარლ ლაგერფელდთან მრავალწლიანი პარტნიორობით Chanel-ის ნიშა კარგად შეისწავლა, ამიტომ ლეგენდარული გერმანელი დიზაინერის გარდაცვალებისა და ბრენდის შემოქმედებითი ცვლილებების მიუხედავად, ფრანგული ბრენდი კვლავ რჩება ელეგანტურობისა და კლასიკურობის სიმბოლოდ.
პარიზის მოდის კვირეულის დასასრულს კი, წარმატებული სეზონის შემდეგ, ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი Chanel-ის რიგებში კიდევ ერთხელ მოხვდა.
ფოტო: Chanel
დაწერე კომენტარი