ზაფხულის მერე შემორჩენილ თბილ დღეებს ნელ-ნელა ვემშვიდობებით და შემოდგომის სუსხიანი ამინდებისათვის მომზადებას  უფრო აქტიურად ვიწყებთ. ეს პროცესი კი პირველ რიგში გარდერობისათვის ხელის შევლებითა და მისი განახლებით იწყება. ამ საქმის გასამარტივებლად კი Hammock წარმოგიდგენთ ოქტომბრის შოპინგ-რეკომენდაციებს, თუ სად შეძლებთ საშემოდგომოდ კომფორტული, საინტერესო და ამავდროულად, საჭირო სამოსისა და აქსესუარების შეძენას. 


Ingorokva Nasta Black double-breasted Trench Coat 

ოქტომბერი ზამთრის სუსხიან დღეებთან ნელ-ნელა გვაახლოებს, ამიტომ წვიმიანი და გრილი ამინდებისათვის ე.წ. თრენჩის შეძენა საჭირო და აუცილებელია. ქართული ბრენდი Ingorokva 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან საშემოდგომო ქურთუკის შესანიშნავ არჩევანს გვთავაზობს. 


KNWLS Brown Hellz Leather Jacket

KNWLS-Hellz-Skirt-in-Distressed-Brown-FW23-HELLZS0DISB-5.jpeg 428.79 KB

შემოდგომისათვის საჭირო სამოსის სიას ლონდონში დაფუძნებული ბრენდის, KNWLS - ის, ყავისფერი ტყავის ქურთუკით ვაგრძელებთ. 


The Trap Leather Jacket

Screenshot 2023-10-11 at 14.52.37.png 4.23 MB
The Trap თბილისში მდებარე ახალი ბუტიკ-მაღაზიაა, რომელიც ბელა ჰადიდის დიზაინით შექმნილ 100%-ით ავთენტური ნივთების მრავალფეროვან და ამავდროულად, საინტერესო არჩევანს გვთავაზობს. 


Maison Kitsuné x Barbour Beaufort Jacket

Screenshot 2023-10-11 at 15.02.28.png 1.53 MB
ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მაღალი კლასის ქურთუკების ბრენდმა Barbour - მა ფრანგულ ბრენდთან Maison Kitsuné - სთან კოლაბორაცია წარმოადგინა, რომლის ფარგლებშიც მოდის სახლებმა ready-to-wear ხაზის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ჩაუშვეს გაყიდვაში. აღნიშნული კოლაბორაციიდან ჩვენი სიისათვის ფერადი კუბებით გაფორმებული ქურთუკი შევარჩიეთ, რომელსაც ფრანგული ბრენდის ამოქარგული ლოგო ამშვენებს. 


Drôle de Monsieur Le Polo Curduroy

80 - 90-იანი წლების სტილის ნოსტალგია 2014 წელს შექმნილი ფრანგული ბრენდის, Drôle de Monsieur-ის ნიშაა. ბრენდი ready-to-wear ხაზის unisex სამოსსა და აქსესუარებს აწარმოებს, რომელთა გამორჩევაც სხვა სამოსისა თუ ბრენდებისაგან მხოლოდ ერთი წარწერით - NOT FROM PARIS MADAMDE მარტივად არის შესაძლებელი. ამჯერად ჩვენი რეკომენდაციების სიაში Drôle de Monsieur-ის პოლო მაისურს გთავაზობთ, რომელიც შემოდგომის გრილი დღეებისათვის კომფორტული არჩევანია. 


JW Anderson Yellow Michael Clark Edition Hoodie

JW-Anderson-Yellow-Michael-Clark-Edition-Hoodie-20230920032500.jpeg 68.33 KB
JW Anderson - ის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისათვის ჯონათან ანდერსონმა შოტლანდიელ მოცეკვავესა და ქორეოგრაფთან, მაიკლ კლაკრთან, ითანამშრომლა. კაფსულა კოლექცია კლარკისა და ანდერსონის სტილსა და შემოქმედებას აერთიანებს. ოქტომბრის თვის შოპინგ-რეკომენდაციების სიაში დიზაინერისა და მოცეკვავის კოლაბორაციით შექმნილ ჰუდს გთავაზობთ. 


Maison Kitsuné Bold Fox Head Crafty Comfort Jumper

lm00803kt1095-m191_11.jpeg 364.44 KB
ოქტომბრის თვის გარდერობის მომზადებისას თბილი, ნაქსოვი სვიტერი აუცილებელი ატრიბუტია. ამჯერად, Maison Kitsuné - ს ბამბის სვიტერს წარმოგიდგენთ, რომელიც ცივ და სუსხიან დღეებში სამოსის ორიგინალურობის შესანარჩუნებლად იდეალური არჩევანია. 


VERSACE JEANS COUTURE Beige Graffiti Flock Bodysuit

Screenshot 2023-10-12 at 15.29.53.png 3.01 MB

იტალიური საკულტო ბრენდის, Versace - ს, ხაზი VERSACE JEANS COUTURE ყოველდღიური სამოსის საინტერესო და მრავალფეროვან არჩევანს წარმოადგენს. ბრენდის გრაფიტის დიზაინით გაფორმებული ბეჟი ფერის ბოდი შემოდგომის რეკომენდაციების სიის კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენაა. 


MM6 MAISON MARGIELA Tan Floral Maxi Dress

mm6-by-maison-martin-margiela-001S-TanBlack-Tan-Floral-Maxi-Dress.jpeg 99.11 KB

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის მოახლოებასთნ ერთად ტემპერატურა სულ უფრო მეტად იკლებს, ოქტომბრის შოპინგ-რეკომენდაციების სიის კიდევ ერთი აუცილებელი კომპონენტი კაბაა, რომელიც MM6 MAISON MARGIELA - ს ახალი კოლექციიდან შევარჩიეთ. 


Situationist Black Mid Length Skirt 

SITUATIONIST-SS23-LOOK-BOOK-BY-DAVIT-GIORGADZE-LOOK-020-1639x2048.jpeg 611.15 KB
მას შემდეგ, რაც თანამედროვე პოპის ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა, Béyonce-მ Renaissance-ს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ქართული ბრენდის, Situationist-ის სამოსი მოირგო, ირაკლი რუსაძის მიერ თბილისში დაფუძნებული ბრენდი მოდის საერთაშორისო რუკაზე გამოჩნდა. Ჩვენი შოპინგ-რეკომენდაციების სიისათვის Situationist-ის ვეგანური, ეკო-ტყავის ქვედაკაბა შევარჩიეთ, რომელიც ამ სეზონზე აქტუალურთან ერთად ელეგანტური და დახვეწილია. 


Adidas Adicolor Heritage Flared Leggings 

ezgif-4-20cb096b37.jpeg 41.6 KB
Adidas Originals - ის სპორტული შარვალი ნებისმიერ სეზონზე კომფორტული და გემოვნებიანი არჩევანია.   


Silfen Studio Thora Flame Shoulder Bag

Screenshot 2023-10-12 at 12.06.17.png 659.43 KB
გადამუშავებული ჯინსისა და შავი პრიალა პოლიესტერისაგან დამზადებული ჩანთა გარემოს დაცვასთან ერთად სამოსის გამდიდრებასა და გამრავალფეროვნებას იდეალურად ახერხებს. Silfen Studio - ს ახალი ჩანთის მოდელი, რომელიც 2000-იანების სტილით არის შთაგონებული ჩვენი სიის კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენაა. 


Maison Kitsuné Fox Head Tote Bag

21639215_51625084_1000.jpeg 74.19 KB
ოქტომბრის შოპინგის რეკომენდაციების სიაში Maison Kitsuné - ს კიდევ ერთი ნივთი, ბრენდის ლოგოთი გაფორმებული ჩანთაც მოხვდა. 


Marine Serre All Over Moon Boots

marine-serre-black-all-over-moon-boots.jpeg 358.8 KB
ჩვენი სიისთვის კიდევ ერთი ფრანგული ბრენდის, Marine Serre-ს უკვე კულტად ქცეული ნახევარმთვარის ორნამენტებით გაფორმებული ჩექმა შევარჩიეთ, რომელიც შემოდგომის სეზონზე, წვიმიან და ცივ ამინდსა და პირობებში იდეალური არჩევანია. 


Carhartt WIP’s New Balance 990v6

ezgif-2-9766a04a1a.jpeg 323.83 KB
Carhartt WIP და New Balance 990v1 - ის შემდეგ, ამჯერად ახალი მოდელის 990v6  - ის შესაქმნელად გაერთიანდა. ორი ბრენდის კოლაბორაციის შედეგად განახლებულ   New Balance - ის 990v6 მოდელს "Sculpture Center” ეწოდა. ფეხსაცმლის სტილი ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებს - იდეალურია, როგორც ყოველდღიური გამოყენებისათვის, ისე სეირნობისა თუ სხვა სახის აქტივობებისათვის. 


Berreto “Carla”

Screenshot 2023-10-11 at 14.52.50.png 2.39 MB
The Trap  - ის ახალი ბუტიკ მაღაზიიდან კიდევ ერთი აქსესუარი შევარჩიეთ. ჩვენს რეკომენდაციების სიაში ბერეტის სტილის ქუდს წარმოგიდგენთ, რომელიც როგორც ყველა სხვა დანარჩენი ნივთი, ტოპ-მოდელ ბელა ჰადიდის დიზაინით არის შექმნილი. 


Le Specs Tan Dynamite Sunglasses

ezgif-1-4fc572a12d.jpeg 29.01 KB
სათვალე ნებისმიერი სეზონის განუყოფელი ნაწილია, ავსტრალიური ბრენდის Le Specs - ის ყავისფერი შეფერილობის მზის სათვალე იდეალური არჩევანია. 


COLLINA STRADA Yellow Hand-Dyed Socks 

ezgif-5-c45c9fcb89.jpeg 155.36 KB
ოქტომბრის თვის შოპინგ-რეკომენდაციების სიისათვის COLLINA STRADA  - ს ხელით ნაქსოვ ფერად წინდებს წარმოგიდგენთ. 


Carhartt WIP Paisley Keyholder

ezgif-5-c1bc410118.jpeg 324.51 KB
სიის ბოლოს, კიდევ ერთ საჭირო ყოველდღიურ აქსესუარს - ბრელოკს წარმოგიდგენთ, რომელიც Carhartt WIP - ის 100% - ით გადამუშავებული კოლექციიდან შევარჩიეთ.