საქართველოს ქალი- ასე ეწოდებოდა ყოველთვიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და მხატვრულ-ლიტერატურულ გამოცემას, რომლის პირველი ნომერიც 1923 წლის სექტემბერში დაიბეჭდა. მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი აუდიტორიის მქონე ბეჭდურ გამოცემას სექტემბერში 100 წელი შეუსრულდა, ამიტომ ამ თარიღის აღსანიშნავად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა - BTU-მ - ჟურნალის განახლებული, საიუბილეო ნომერი გამოსცა. 

 უნივერსიტეტის რექტორის, ნინო ენუქიძის თქმით: “დაარსების დღიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ქალთა ტექნოლოგიების მიმართულებით უფრო აქტიურად ჩართვას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, ამ სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობა საქართველოსათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.  ჟურნალი “საქართველოს ქალიც” მუდმივად ქალთა წახალისებასა და გაძლიერებაზე ზრუნავდა, განახლებული, საიუბილეო ნომრის მთავარი მიზანი კი სწორედ  ეს არის - დაუპირისპირდეს სტერეოტიპებს, გადმოსცეს ქალების ისტორიები განსხვავებული სფეროებიდან, რომლებიც საკუთარ საქმეში, უთანასწორო გარემოში, მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ”. 


ნომერში ტენოლოგიების სფეროში ჩართულ ქალებთან ერთად, მეწარმე, სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის დამფუძნებლებს, ელექტრონული მუსიკის მისიონერებსა  და სამხედრო მოსამსახურე ქალბატონებსაც შეხვდებით. საინტერესო ისტორიებსა და თავგადასავლებთან ერთად საიუბილეო გამოცემა ჟურნალის 70-80-იანი წლების მასალებსაც მოიცავს. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჟურნალის საიუბილეო ნომრის გამოცემა ქალთა წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით უნივერსიტეტის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი არ არის. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორისაა პროექტები “500 ქალი ტექში”, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა, და  “კოდინგის სკოლა 1500 ქალისათვის”, რომელიც USAID-თან პარტნიორობით ხორციელდებa

3.jpeg 155.21 KB
“საქართველოს ქალის” საიუბილეო ნომრის გამოცემასა და მის გარშემო დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებთან ერთად, უნივერსიტეტი ჟურნალის სამომავლოდ გამოცემის გაგრძელებას არ გამორიცხავს.