ჩეხური ლუდი “სტაროპრამენი” დახვეწილი და დაბალანსებული გემოთი გამოირჩევა. მისი მდიდარი გემოვნური თვისებები კულინარიასა და გასტრონომიასთან იდეალურ თანხვედრაშია, რის გამოც კომპანია ამ ინდუსტრიაში აქტიურად არის ჩართული. ახალი გასტრონომიული აღმოჩენებისა და კულინარიაში აქტიური ჩართულობის მიზნით “სტაროპრამენი” საქართველოში 1-ელიდან 7 ოქტომბრამდე მიმდინარე საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალის - Tbilisi Gastro Week-ის მხარდამჭერიც იყო. ამასთან, ბრენდი ფესტივალის ფარგლებში გამართული Star Chefs’ Street Edition-ის მთავარ პარტნიორადაც მოგვევლინა. ღონისძიების სტუმრებს საკვებთან ერთად ჩეხური ლუდის დაგემოვნებაც შეეძლოთ. დახვეწილი და დაბალანსებული გემოს მქონე ლუდი გურმანებისათვის წლის მთავარ გასტრონომიულ ღონისძიებაზე სხვადასხვა არომატისა და გემოს აღმოჩენის იდეალურ შესაძლებლობად იქცა. მდიდარი გემოვნური თვისებების მქონე ლუდი ექსპერტებისათვის არის შექმნილი, რომელთაც საინტერესო გემოების, ახალი არომატებისა და მრავალფეროვანი გასტრონომიული გამოცდილების აღმოჩენა სურთ.Საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი თბილისში უკვე მეორედ ჩატარდა და ჩეხური ლუდი “სტაროპრამენი” პირველივე დღიდან ღონისძიების მხარდამჭერია. ეს ფესტივალი თბილისის მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობასა და კულინარიულ ოსტატობას წარმოაჩენს, რაც სამომავლოდ დედაქალაქს მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე დამკვიდრების საშუალებას მისცემს.მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფმზარეულების მასპინძლობასა და არაერთ აქტივობასთან ერთად, წელს ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მდგრადი გასტრონომია იყო, რასაც “სტაროპრამენი” აქტიურად უჭერს მხარს. Tbilisi Gastro Week-ის თანადამფუძნებლის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, “წელს ფესტივალის ფარგლებში წინ წამოვწიეთ მდგრადი გასტრონომიის საკითხი, რაც გარემოსდაცვითი და კლიმატური კრიზისების ჯაჭვის ერთ-ერთი თანმდევი ნაწილია. Ძალიან გვიხარია, რომ “სტაროპრამენი” არის იმ ბრენდების ჩამონათვალში, რომლებიც ცდილობენ მდგრადი გასტრონომიის პოპულარიზაცია დაინერგოს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამორჩეულ ლუდის ბრენდთან თანამშრომლობა”.
დაწერე კომენტარი