ცოტა ხნის წინ რეჟისორმა პაბლო ლარაინმა მარია კალასის ბიოგრაფიული ფილმის გადაღებიდან პირველი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ანჯელინა ჯოლის ლეგენდარული ოპერის მომღერლის როლში ვხედავთ.
Maria, Jackie-ს და Spencer-ის შემდეგ, პაბლო ლარაინის მორიგი ბიოგრაფიული ფილმია, რომლის პროდაქშენიც ჯერ არ არის დაწყებული, თუმცა სცენარის შესახებ გარკვეული დეტალები ცნობილია. ოფიციალური განცხადების მიხედვით, Maria მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის მომღერლის, მარია კალასის ლამაზ და ტრაგიკულ ცხოვრებას მოგვითხრობს, სადაც მთავარი აქცენტი მომღერლის პარიზში გატარებულ უკანასკნელ დღეებზე იქნება გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ ფილმში ანჯელინა ჯოლი, კოსტიუმების გარდა, მარია კალასის კუთვნილ ტანსაცმელს და აქსესუარებსაც მოირგებს, რომლებიც მასიმო კანტინი პარინის საარქივო კოლექციაში ინახებოდა.
ფოტო: Pablo Larrain
დაწერე კომენტარი