ინგლისის სამეფო ოჯახისა და ელიზაბეტ II-ის შესახებ გადაღებული მხატვრული სერიალი - The Crown - 16 ნოემბერს მე-6, ფინალური სეზონით ბრუნდება. პროექტის დასკვნითი სეზონი 2 ნაწილისაგან შედგება, რომლის მეორე ნაწილსაც მაყურებელი Netflix-ზე 14 დეკემბრიდან იხილავს.

სერიალის მე-6 სეზონი უინძორების სამეფო დინასტიის 90-იანი წლებისა და 2000-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე რთულ და დაძაბულ ვითარებაზე მოგვითხრობს, რომელთა განვითარებამაც ინგლისის სამეფო კარზე დიდი სკანდალი, კონსტიტუციური ცვლილებები და ხმაური გამოიწვია.


ფოტო: The Crown, People