Hotel de Crillon პარიზში 1909 წელს 1758 წლის სასახლეში გაიხსნა, რომელსაც უკვე ჰქონდა ისტორიული ძეგლის სტატუსი, ამიტომ ყოველი ცვლილება, სასტუმროს დაფუძნების მერე, მის ფასადსა თუ ინტერიერში დიდი სიფრთხილით შეიტანეს. სასტუმროს განახლება 2013 წელს დაიწყო და 200 მილიონ ევროს ღირებულების პროექტში მონაწილეობდნენ ლეგენდარული დიზაინერები და არქიტექტორები. მაგალითად, ლაგერფელდის დიზაინით გარდაიქმნა Les Grands Apartments - სასტუმროს ყველაზე ძვირადღირებული ნომრები.
სასტუმრო 100-ზე მეტ ოთახს მოიცავს და მათგან 10 ე.წ. საფირმო ოთახია, რომლებიც შენობის ბოლო სართულზეა განთავსებული, მათ შორის ლაგერფელდის დიზაინით განახლებული Les Grands Apartments.
ტრადიციული ნომრების გარდა, სასტუმროში სპეციალური “სამუშაო” და საკონფერენციო ოთახებია, რომლებიც ძირითადად ბიზნეს შეხვედრებისთვის გამოიყენება, თუმცა ისტორიულად აქ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები და პრეზიდენტები ხვდებოდნენ ერთმანეთს.
აღსანიშნავია, რომ Hotel De Crillon-ში რამდენიმე გასტრონომიული დაწესებულებაა, რომლებიც სტუმრებს მსოფლიოში საუკეთესო შეფების მიერ მომზადებულ კერძებს სთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი სახელგანთქმული დაწესებულებაა Butterfly Patisserie, სადაც ცნობილი შეფის, მეტიუ კარლინის შექმნილი ტკბილეული შეგიძლიათ მიირთვათ.
Hotel De Crillon-ის რესტორნებს შეფი - ბორის კამპანელა ხელმძღვანელობს. L’Ecrin პარიზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რესტორანია, რადგან აქ უგემრიელესი კერძების გარდა, სტუმრებს მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული ღვინოებითაც უმასპინძლდებიან, რომლებიც Hotel De Crillon-ის სომელიეს, ხავიერ თუზიას დახმარებით შეგიძლიათ შეარჩიოთ.
Jardin D’Hiver სოციალიზაციისთვის განკუთვნილი სივრცეა, რომელიც სასტუმროს შიდა ეზოში გადის. აქ შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი, უგემრიელესი დესერტები და გაატაროთ დრო ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ Hotel De Crillon-ს აუზი და Spa-სთვის განკუთვნილი სივრცეც აქვს, რომელიც სასტუმროს დამალული საგანძურია
Hotel De Crillon პარიზის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სასტუმროა, რომელიც პრაქტიკულად დაფუძნების დღიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად იქცა. ამ სტატუსს კი ეს პარიზული ინსტიტუცია დღემდე უნაკლო სერვისის დამსახურებით ინარჩუნებს.
დაწერე კომენტარი