9 ოქტომბერს ფრანგულმა მოდის სახლმა, Jacquemus-მა მესამე წიგნი გამოსცა. 2017 წელს Jacquemus MARSEILLE JE T'AIME-ს 2020 წელს IMAGES მოჰყვა, რომელმაც დიზაინერ სიმონ პორტ ჟაკმუსის 321 iPhone-ით გადაღებული ფოტოსურათები გააერთიანა.
ბრენდის მიერ გამოცემული მესამე ფოტო-წიგნი თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ფოტოგრაფთან, მარტინ პართან თანამშრომლობით არის შექმნილი. ფრანგმა დიზაინერმა ბრიტანელი ფოტოგრაფი 2023-2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის, Le Chouchou-ს გადასაღებად დაიქირავა. მიუხედავად იმისა, რომ მარტინ პარი დოკუმენტური კადრების აღბეჭდვით არის განთქმული, მარია ანტუანეტასა და პრინცესა დაიანას შთაგონებით შექმნილი და ვერსალის სასახლის ბაღებში წარმოდგენილი კოლექცია ბრენდის იდენტობისათვის შესაბამისი სიზუსტით აღბეჭდა. ჩვენების დაწყებამდე კი, ვერსალის ბაღში გაშლილ Grand Canal-ზე მოცურავე ნავებთან ერთად, ბრიტანელმა ფოტოგრაფმა სანახაობით აღფრთოვანებული სტუმრებისა და იქ მყოფი ხალხის ფირზე აღბეჭდვაც მოასწრო.
Le Chouchou-ს ფოტო-წიგნის შეძენა 9 ოქტომბრიდან ექსკლუზიურად მხოლოდ ბრენდის ოფიციალურ ვებსაიტსა და Avenue Montaigne-ზე მდებარე მაღაზიაშია შესაძლებელი.
ფოტო: Vogue, Jacquemus
დაწერე კომენტარი