ოქტომბერში კახეთში მოგზაურობა განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელია, რადგან თან ახლავს ყველა ის შთაბეჭდილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ სეზონზე თუ შეიძლება განიცადო. მათ შორის არის ამ მხარეში ჩატარებული მუსიკალური ფესტივალები, რომელთაგანაც Jazz and Wine-ს მსმენელისთვის კიდევ უფრო ავთენტურ გამოცდილებას გულისხმობს. ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც 14 ოქტომბერს უკვე მეშვიდედ იმართება და ჯაზისა და ღვინის კულტურებს ერთმანეთთან აახლოებს, წელს იტალიას მასპინძლობს. ღონისძიება ტრადიციულად წინანდლის მამულში დეგუსტაციით გაიხსნება, შემდეგ კი მსმენელის წინაშე თეო ქროკერის კვარტეტი და ჯგუფი მო'ჰორაიზონსი წარდგება. ფესტივალის მხარდამჭერი ტრადიციულად თიბისი კონცეპტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ღონისძიების ბილეთებზე თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 20%-იანი ქეშბექით, წინანდლის მამულის „რადისონ ქოლექშენის“ სასტუმროს ნომრებზე კი 30-%იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ღვინო Jazz and Wine-ის ფესტივალის, ისევე როგორც მთლიანად კახეთის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია, ამიტომაც კახეთში მოგზაურობის და კახური ღვინის დაგემოვნების შესახებ საკუთარ რეკომენდაციებს ბუნებრივი ღვინის მაღაზია-ბარის, „საამურის“ დამფუძნებელი მაია ჭოხონელიძე გაგვიზიარებს.
ბოლო დროს აღმოჩენილი საყვარელი ადგილი კახეთში...
წინა კვირას თელავში პირველად ჩატარდა „კახური ბაზარი“ - მეწარმეები თავიანთ ნატურალურ პროდუქტს სთავაზობდნენ სტუმრებს. სადაც ეს ბაზარი გაიმართა, იმ შენობაში ყველის რესტორანი აღმოვაჩინე, რომელიც საოცრად იყო მოწყობილი. დარწმუნებული ვარ, ყველასთვის საინტერესო ადგილი იქნება.მიზეზი, რის გამოც კახეთში მუდმივად ვბრუნდები...
კავკასიონი, სიყვარული, მეგობრები, ღვინო…საყვარელი ღვინო, რომელიც ამ მხარესთან ყველაზე მეტად ასოცირდება...
პირველი, რა თქმა უნდა, რქაწითელი, თუმცა იმდენად ბევრი ქართული ენდემური ჯიშები გაშენდა ბოლო წლებში, რომ ზუსტად ეს არის ბედნიერება, ყოველთვის შეგიძლია აღმოაჩინო ახალი ჯიში, საყვარელი მხარიდან.
საყვარელი ღვინის ბარი ან მარანი...
„ლაგაზის მარანი“ - ახალგაზრდა ოჯახის მიერ შექმნილი მარანია, რომლებიც თავს უძღვნიან საუკეთესო პროდუქტის შექმნას, ამასთან ერთად, ამრავლებენ ქართულ ენდემურ ხორბლის ჯიშებს, იქ დააგემოვნებთ საუკეთესო ღვინოს ალვანიდან და მიირთმევთ თუშურ ტრადიციულ კერძებს.კახეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა…
ალაზნის ველი და იქიდან გადაშლილი კავკასიონის ხედი.ის, რაც ამ კუთხეს უნიკალურს ხდის…
ენერგია…
საყვარელი ფესტივალი ან ღონისძიება, რომლისთვისაც კახეთში აუცილებლად ჩამოდიხართ...
სამწუხაროდ, ხშირად ვერ დავდივარ კახეთში ფესტივალებზე, თუმცა ელისო ვირსალაძის ფესტივალი და Jazz and Wine ყოველთვის არის ჩემს სურვილებში.
ღვინო, რომელიც ჯაზს ყველაზე მეტად უხდება...
კარგი მუსიკა და კარგი ღვინო ყოველთვის უხდება ერთმანეთს.
კახეთში მოგზაურობისას პირველი გაჩერების წერტილი არის...
თუ ე.წ. ძველი გზით მივდივარ, ეს ადგილი აუცილებლად ბადიაურია, სადაც საუკეთესო „დედას პური“ და გუდის ყველი იყიდება, თუ სეზონია, უგემრიელეს პომიდორსაც იპოვი.
სასტუმრო, სადაც ყველაზე მეტი Weekend მაქვს გატარებული...
LOST RIDGE Inn, სიღნაღთან ახლოს, ძალიან ლამაზი გარემოა და სიმშვიდე, რაც მთავარია - უგემრიელესი საჭმელები ადგილობრივი პროდუქტებით.
კახეთში მოგზაურობისას შეძენილი საუკეთესო მოგონება...
იმდენი მოგონება მაკავშირებს ამ მხარესთან ჯერ კიდევ ბავშვობიდან, და შემდეგ იქ გატარებული 4 წელი, რომ კახეთი ჩემთვის უკვე სახლია.
გარეკანის ფოტო: Forbes Women
ფოტო: Wander Lush, Conde Nast traveller
ფოტოგრაფი: ლაშა ღუღუნიშვილი
დაწერე კომენტარი