22 ოქტომბრის ჩათვლით კუნსტჰალე თბილისი და გალერეა Artbeat საერთო პროქტის ფარგლებში საბინა ჰორინგისა და თამუნა ჭაბაშვილის ერთობლივ გამოფენას -  “დაუცველობის საზღრებს” წარმოადგენს. გამოფენას თავად პროექტის პარტნიორი გალერეა Artbeat მასპინძლობს. 

rt9Rgyq94EHlCfbVA2tKBR07j30utYwU9MgYPNe1_5_11zon.jpg 974.88 KB

გამოფენა სახელწოდებით “დაუცველობის საზღვრები” განსაკუთრებულ ყურადღებას საზღვრების გავლებასა და ფანჯარას უთმობს, ფანჯარას - როგორც შუალედურ სივრცეს, რომელიც აქრობს საზღვარს საჯაროსა და კერძოს, ხილულსა და უხილავს შორის. 

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია ბერლინში მცხოვრები ხელოვანის, საბინა ჰორინგის სკულპტურული ნამუშევარი “შებრუნებული/ინვერსიული ფანჯარა”, რომელიც თბილისში ფართოდ გარვცელებული სარკმლებითა და აივნის ცხაურებით არის შთაგონებული. ეს ინსტალაცია საგამოფენო სივრცეში არსებულ ფანჯარაზეა მორგებული და სკულპტურული ინვერსიული ფანჯარა სივრცეში არსებული სივრცის ასოციაციას იწვევს. გამოფენა საბინა ჰორინგის ფოტონამუშევრებსაც მასპინძლობს, რომლებიც კვლავ თბილისის ფართო სარკმლებისა და ფანჯრების მოტივებით არის შექმნილი. მინის დახმარებით მშენებარე ობიექტების, თანამედროვე ქალაქური პეიზაჟის ვიზუალისა და სხვადასხვა დროის ერთმანეთთან შეწყმის დანახვას უწყობს ხელს. 

CSv1kaya6cPoUAWgBCTZMMlnZrJtCcrhKoBkLfdp_2_11zon.jpg 1.1 MB

გამოფენის შთაგონება ქართველ ვიზუალურ ხელოვანს, თამუნა ჭაბაშვილს Მას შემდეგ ეწვია, რაც ახალ ამბებში უკრაინელი ქალების მიერ მოქსოვილი სამხედრო კამუფლაჟის ბადე ნახა. ფერადი ნაჭრებით მორთული კამუფლაჟის ბადე ნატვრის ხის, როგორც იმედის სიმბოლოს ასოციაციას იწვევდა. ინსტალაცია “დაუცველობის საზღვრები”, რომელიც გამოფენის სახელწოდებად იქცა,  გაჭიმულ თოკებზე გადაფენილ ფანჯრის ცხაურის ორნამენტიან ქსოვილებს წარმოადგენს. 

მსოფლიოს არაერთი ცნობილი გალერეის შემდეგ, ამსტერდამსა და ბერლინში მცხოვრები ხელოვანები თავიანთ ნამუშევრებს ამჯერად ქართველ მნახველს შემოქმედების გზით სოციალურ და პოლიტიკურ პერსპექტივებს ხელოვნურად შექმნილ გარემოში წარმოუდგენენ.