მას შემდეგ, რაც იტალიური ბრენდის კრეატიული სადავეები საბატო დე სარნოს ხელშია, Gucci-ს სარეკლამო კამპანიებში პოპ-კულტურისა და სამოდელო ბიზნესის ისეთი ცნობადი სახეები ვიხილეთ, როგორებიც დარია ვერბოვი, ქენდალ ჯენერი და Bad Bunny არიან. ამჯერად ბრენდის Horsebit 1953-ის ხაზის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავი კამპანიის სახედ ირლანდიელი მსახიობი, პოლ მესკალი მოგვევლინა. მსახიობს Gucci-ს Horsebit 1953-ის ხაზის ლოფერები აცვია, რომელიც ბრენდის ცხენოსნობით შთაგონებულ კოლექციაში ერთ-ერთი გამორჩეულია.
ფოტო: Gucci
დაწერე კომენტარი