ჯუდი ჩიკაგო Dior-ის Lady 92.55 ჩანთის კამპანიის ფარგლებში, ბრიჯიტ ლაკომბის ფოტოებში გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ კამპანიის პარალელურად ნიუ-იორკში ჩიკაგოს გამოფენა - “Herstory” New Museum-ში გაიხსნა, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერიც Dior-ია.
ლეგენდარული არტისტის, ჯუდი ჩიკაგოს და Dior-ს შორის თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო, როდესაც ჩიკაგომ ფრანგული მოდის სახლის ჩვენებისთვის ინსტალაცია გააკეთა, სადაც არტისტი აჩვენებდა, რამდენად ნაკლებად ფალოგოცენტრული იქნებოდა მსოფლიო, შენობების დიზაინს დიდწილად ქალები რომ აკეთებდნენ.
დაწერე კომენტარი