ლონდონში, 180 Studios-ში Gucci-ის გამოფენა გაიხსნა მოდის სახლის 102-წლიანი ისტორიის აღსანიშნავად. კურატორის, მარია ლუიზა ფრისას თქმით, ეს გამოფენა ნაკლებადაა რეტროსპექტივა, რადგან Gucci-ის ისტორია გრძელდება და მისი მომავალი ისეთივე საინტერესოა, როგორც წარსული.
გამოფენაზე ცალკე სივრცე აქვს დათმობილი Gucci-ის ისტორიულ დიზაინურ ნამუშევრებს, რომლებიც შეიქმნა ჰარი სტაილსთან, ელტონ ჯონთან, ქეით მოსთან და სხვა პოპულარულ ფიგურებთან კოლაბორაციის ფარგლებში, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თანამედროვე პოპულარულ კულტურაზე.
საგამოფენო სივრცის 10 ოთახი სხვადასხვა კრეატიული დირექტორების დიზაინისთვის არის განკუთვნილი. ფრისას თქმით, Gucci-ის თითოეულმა კრეატიულმა დირექტორმა - ალდო და როდოლფო გუჩიმ, ტომ ფორდმა, ფრიდა ჯიანნიმ და ალესანდრო მიკელემ - Gucci-ის დახმარებით არაერთი ინოვაცია შექმნა მოდის სახლის მდიდარ ისტორიასა და წინამორბედის შემოქმედებაზე დაყრდნობით.
ერთ-ერთიოთახში - Portals-ში - კონვეიერებზე, ისე როგორც აეროპორტში, დამთვალიერებლებისთვის Gucci-ის თითქმის ყველა ცნობილი ჩანთაა გამოფენილი, თვით გუჩის 20-იანი წლების საფირმო დიზაინით დაწყებული, მიკელეს Disney-ის პრინტიანი ჩანთებით დამთავრებული. ოთახი Zoetrope Gucci-ის შთაგონების ერთ-ერთ წყაროს, ჯირითს ეთმობა, სადაც ვიდეო და აუდიო ინსტალაციების ფონზე წარმოდგენილია გუჩის დიზაინით შექმნილი უნაგირები, ისევე როგორც ცხენის ფორმის აქსესუარები.
აღსანიშნავია, რომ ლონდონში გამართულ გამოფენაზე, რომელიც 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, სპეციალური სივრცე დაეთმო Gucci-ის ახალი კრეატიული დირექტორის, საბატო დე სარნოს სადებიუტო კოლექციას, რომელიც ვიდეო ინსტალაციასთან ერთად არის გამოფენილი და Gucci-ის მომავალზე მიგვანიშნებს.
დაწერე კომენტარი