ჯონათან ანდერსონისა და ესპანური ბრენდის, Loewe-ს თანამშრომლობა უკვე არაერთ გამორჩეულ კოლაბორაციასა და კამპანიას ითვლის. ამჯერად მოდის სახლის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კამპანიის სახედ ლეგენდარული მსახიობი, მეგი სმიტი მოგვევლინა. 88 წლის ვარსკვლავი ბრენდის უახლესი კოლექციის სამოსით ლეგენდარული გერმანელი ფოტოგრაფის, იურგენ ტელერის ფოტოობიექტივის წინ პოზირებს.
დაწერე კომენტარი