ალდო როსის დაპროექტებული Hotel IL Palazzo იაპონიაში, ფუკუოკაში პირველად 34 წლის წინ გაიხსნა და მისი ინტერიერი, ისევე როგორც ექსტერიერი, აზიური და ევროპული დიზაინის ერთგვარი სინთეზი იყო.
ცოტა ხნის წინ სასტუმროს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა და მის ინტერიერს არქიტექტურულმა კომპანია Uchida Design-მა ახალი სიცოცხლე შესძინა. IL Palazzo-ს ახალი ინტერიერის დიზაინი ინარჩუნებს 80-იანების ექსტრავაგანტურ ესთეტიკას, თუმცა მნიშვნელოვნად არის განახლებული და თანაედროვედ გამოიყურება.
შეიცვალა ასევე სასტუმროს ექსტერიერიც. თავდაპირველად მთავარი შესასვლელი მეორე სართულზე მდებარეობდა, რომელიც ქუჩასთან კიბით იყო დაკავშირებული. განახლების შემდეგ, მთავარმა შესასვლელმა პირველ სართულზე გადაინაცვლა, ხოლო სასტუმროს ლაუნჯი კი ახლა 0 სართულზე მდებარეობს.
განახლებული IL Palazzo ფუკუოკაში 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს გაიხსნა.
დაწერე კომენტარი