მაისში Puma-მ და Formula 1-მა თანამშრომლობა დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც Puma სპეციალურად F1-ისთვის ტანსაცმელს შექმნიდა, 24 ოქტომბერს კი კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ ამ კოლაბორაციას ცნობილი ამერიკელი არტისტი, A$AP Rocky უხელმძღვანელებს.
მიუხედავად იმისა, რომ A$AP Rocky-ის დიზაინით შექმნილი კოლექციის დეტალები უცნობია, რეპერმა თავის ინსტაგრამზე რამდენიმე ფოტო განათავსა, სადაც ახალ ტანსაცმელს და აქსესუარებს ვხედავთ, რომლებზეც Puma-ს და F1-ის ლოგოებია აღბეჭდილი.
აღსანიშნავია, რომ Puma-სთან თანამშრომლობამდე A$AP Rocky-ის არაერთ მსგავს პროექტში მიუღია მონაწილეობა. Puma-სთან რამდენიმეწლიანი კონტრაქტის გაფორმებამდე Rocky-იმ ტანსაცმლის და აქსესუარების დიზაინები შექმნა JW Anderson, Marine Serre, Guess და Gucci-ისთან ერთად.
A$AP Rocky-ის და Puma-ს თანამშრომლობით შექმნილ პირველ კაფსულა-კოლექციას სავარაუდოდ მომდევნო რამდენიმე კვირაში ვიხილავთ.
დაწერე კომენტარი