ტაცუია ტანაკა იაპონელი ფოტოგრაფია, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული საყოფაცხოვრებო ნივთების და მინიატიურული ფიგურების გამოყენებით კომპოზიციებს აკეთებს და ასურათებს.
მინიატიურებისგან შემდგარი მასშტაბური კოლექციიდან ტანაკა სხვადასხვა თემატიკის მიხედვით, საინტერესო სერიებს აწყობს. ერთ-ერთი ასეთია BATH, სადაც პერსონაჟები ხშირად შხაპს ან აბაზანას იღებენ.
ასევე ვხვდებით პერსონაჟებს, რომლებიც თევზაობენ, ნავით მოგზაურობენ ან უბრალოდ, საზაფხულო აქტივობებით ირთობენ თავს.
ცოტა ხნის წინ ტანაკას წამოწყების, Calendar Series-ის 10 წლისთავი შესრულდა, რომლის აღსანიშნავადაც მსოფლიოს მრავალ მუზეუმში იაპონელი არტისტის ნამუშევრების პრაქტიკულად ერთდროული გამოფენები გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ Calendar Series-ის ფარგლებში ტანაკა მინიატიურულ კომპოზიციებს 10 წლის მანძილზე ყოველდღე იღებდა.
დაწერე კომენტარი