მუზეუმები მსოფლიოს გარშემო ადამიანების და ბუნებრივი სამყაროს ისტორიის საგანძურის ფუნქციას ასრულებენ, სადაც ინახება კაცობრიობის როგორც ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევები, ისევე ბნელი წარსულის ანარეკლები. ამ სტატიაში გთავაზობთ 10 მუზეუმს, რომლებიც გარდა იმისა, რომ დამთვალიერებლებს საინტერესო ექსპონატებს სთავაზობენ, თავად იქცნენ კულტურის ძეგლებად. ცხადია, ნებისმიერი ასეთი სია არასრული იქნება.
Louvre - პარიზი
Louvre მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მუზეუმია, რომელიც პარიზში 1793 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ის დასავლური ცივილიზაციის საგანძურად იქცა, სადაც ევროპული შემოქმედების ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია გამოფენილი.
Musée D’Orsay - პარიზი
Musée d’Orsay-ში ძირითადად მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი, მათ შორის - ყველაზე ცნობილი იმპრესიონისტების ნახატები და სკულპტურები. მუზეუმი ყოფილი სადგურის შენობაში 1986 წელს გაიხსნა და ამ მხრივ, უშუალოდ შენობაც ძალიან საინტერესოა.
The British Museum - ლონდონი
The British Museum ლონდონში 1753 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქ ბრიტანული კოლონიალიზმის დროს მოპოვებული უნიკალური ექსპონატები არის გამოფენილი. აღსანიშნავია, რომ The British Museum-ში 8 მილიონამდე ნამუშევარი ინახება და ამ მხრივ, მუზეუმი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე დიდი არქივია.
Guggenheim Museum - ნიუ-იორკი
მუზეუმი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, 1939 წელს Guggenheim Foundation-მა დააარსა და მას შემდეგ ის თანამედროვე შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია. უშუალოდ შენობა ფრენკ ლოიდ რაიტმა დააპროექტა და დღეს ის მოდერნისტული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლია.
Jewish Museum - ბერლინი
ბერლინის Jewish Museum 2001 წელს გაიხსნა და ის ევროპაში ებრაული კულტურისთვის მიძღვნილი ყველაზე დიდი მუზეუმია. 3,500 კვ.მ ფართობი სავსეა საინტერესო უძველესი და უახლესი ისტორიული არტეფაქტებით. აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ებრაელთა ცხოვრების ასახვას მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის პერიოდში და ამ მხრივ, მუზეუმი ჰოლოკოსტის დროს დაღუპულთა ერთგვარი მემორიალიც არის.
MMCA - სეული
კორეის თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი პირველად სეულში 1969 წელს გაიხსნა და აქ მუდმივად იმართება თანამედროვე აზიელი ხელოვანების გამოფენები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც კორეულ, ისე მსოფლიო ხელოვნების განვითარებაში. მუზეუმი განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს მათთვის, ვისაც ხელოვნებაზე კორეის სამოქალაქო ომის გავლენა აინტერესებს.
Uffizi Gallery - ფლორენცია
Uffizi Gallery ფლორენციის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და ის ევროპის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია, რომელიც 1581 წელს დაარსდა. აქ შეგიძლიათ იხილოთ რენესანსის ეპოქის ყველაზე ცნობილი ნახატები და სკულპტურები, როგორიცაა ბოტიჩელის ვენერას დაბადება და რაფაელის Madonna del Cardellino
Doge’s Palace - ვენეცია
Doge’s Palace ვენეციური გოტიკური სტილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობაა, რომელიც 1340 წელს აშენდა. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ადრეული ვენეციური კულტურის ყველაზე საინტერესო ნიმუშები და დატკბეთ შენობის ინტერიერით, რომელიც უნიკალურ ფანჯარას გვთავაზობს მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე საუკუნის ისტორიაში.
The National Museum of African American Culture - ვაშინგტონი
მუზეუმი 2003 წელს გაიხსნა და რამდენიმე შენობის შეცვლის შემდეგ, საბოლოოდ, ვაშინგტონში 2016 წელს დაფუძნდა. მას მეორენაირად Blacksonian-ს ეძახიან, რადგან აქ აფრიკულ-ამერიკული კულტურის ყველაზე საინტერესო ნიმუშებია წარმოდგენილი. Blacksonian-ში შეგიძლია იხილოთ როგორც მონების შექმნილი ხელოვნება, ასევე თანამედროვე აფროფუტურისტი არტისტების ნამუშევრები.
Guangdong Museum - გუანჯოუ
Guangdong Museum ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმი გახდა. მისი შთამბეჭდავი არქიტექტურის გარდა, რომელიც ძველი ჩინური თავსატეხით არის შთაგონებული, აქ იხილავთ ჩინურ ისტორიულ არტეფაქტებს, რომელიც ქვეყნის მდიდარ ისტორიაზე უნიკალურ პერსპექტივას გვთავაზობს. ამასთანავე, Guangdong Museum-ში ხშირად იმართება დროებით გამოფენები, სადაც თანამედროვე არტისტების ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი.
დაწერე კომენტარი