Music Belongs to Everyone - კამპანია, რომელსაც მსოფლიო გადახდების ლიდერი კომპანია Visa საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის მხარდასაჭერად და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის უკვე დიდი ხანია ახორციელებს, კვლავაც გრძელდება. Visa-ს მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველწლიურად იმართება მსმენელისათვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი ფესტივალები, როგორებიცაა: შავი ზღვის ჯაზფესტივალი, სადაც ყოველ ზაფხულს ზღვისპირა ქალაქში მსმენელის წინაშე მსოფლიო დონის ჯაზის ვარსკვლავები უკრავენ, თბილისის ჯაზფესტივალი, თავისი 25-წლიანი უნიკალური ისტორიით, წინანდალში გამართული კლასიკური მუსიკის და Jazz and Wine-ის ფესტივალი, რომელიც ადგილობრივი ღვინის კულტურისა და ჯაზის ერთმანეთთან დაახლოებით სრულიად უნიკალურ გამოცდილებას ქმნის.
გარდა ამ მასშტაბური ფესტივალებისა, Visa მხარს უჭერს ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებასაც. სწორედ Visa-ს მხარდაჭერით გაიმართა მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას პროექტი Kordz x Sakamoto, ასევე 2014 წელს დაარსებული ქართული როკ-ჯგუფის, Bedford Falls-ის კონცერტი და ტურნე ბერლინში, ჰამბურგში, რიგაში, ვილნიუსსა და ტალინში.
დაწერე კომენტარი