2 ნოემბერს თბილისში, Left Bank კლუბის Space One-ში ვინილებისა და წიგნების მაღაზია გაიხსნა, რომელიც ამასთან co-working სივრცის და კაფეს ფუნქციასაც ითავსებს. Space One, რომელიც გარდა ორშაბათისა, მთელი კვირის მანძილზე იმუშავებს, ერთგვარი საზიარო სივრცე იქნება, პირველ რიგში, მუსიკის ენთუზიასტებისთვის.
Left Bank-ის თანადამფუძნებლის, გაჩა ბაქრაძის თქმით, კლუბის აქტივობების გარშემო ბევრი ადამიანი ერთიანდება, რომლებსაც არაერთი საზიარო ინტერესი აქვთ და ეს სივრცე ამ კავშირების გაღრმავებას ემსახურება. “იდეა ასეთი იყო: კვირის მანძილზე საზოგადოებისთვის შეგვექმნა ადგილი, სადაც იმუშავებდნენ, დაისვენებდნენ და მუსიკას მოუსმენდნენ”. Left Bank-ის რეზიდენტის, DJ-ის Ash Scholem-ის თქმით, “გვინდოდა დაგვეახლოებინა ხალხი, ვინც ხშირად სტუმრობს ჩვენს კლუბს და მათთვის ახალი შთაბეჭდილებები შეგვექმნა”.
დაფუძნებიდან 2 წლის თავზე Left Bank-მა ახალი ლეიბლიც გახსნა და კლუბთან ასოცირებული არტისტების პირველი კრებული გამოსცა - “Stop What You’re Doing”, რომელიც 13 ნამუშევრისგან შედგება.
დაწერე კომენტარი