შემოდგომის სეზონზე ბათუმში სტუმრობა სრულიად განსხვავდება იმ შთაბეჭდილებისგან, რომელსაც ზაფხულში ვიღებთ. ამ სეზონზე ზღვაზე დასვენების გარდა, ალბათ უფრო მეტი დრო გვაქვს ქალაქის ყველაზე ავთენტური სახე, მისი არქიტექტურა თუ ღირსშესანიშნაობები ხელახლა აღმოვაჩინოთ. ძველ ბათუმთან ერთად, ზღვისპირა ქალაქში ჩასვლისას კარგი იქნება, თუ ახლად გახსნილ სივრცეებსაც ესტუმრებით, მათ შორის - Batumi-ს, სადაც თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზების ფარგლებში შეგიძლიათ დაჯავშნოთ ნომერი და საჩუქრად მიიღოთ კიდევ ერთი ღამით სტუმრობა Rooms Kazbegi-ში, ისევე როგორც პირიქით Rooms Kazbegi-ის ნომრის დაჯავშნისას, საჩუქრად მიიღოთ ერთი ღამე Rooms Batumi-ში. ამ ადგილებში მეგზურობას კი მხატვარი გიორგი ჩაუშბა გაგიწევთ, რომელიც ამ ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობას კარგად იცნობს.ბოლო დროს აღმოჩენილი საყვარელი ადგილი ბათუმში...
ცოტა ხნის წინ გახსნილი Rooms Batumi.ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად გახსენებს ბავშვობას...
ბათუმის ბულვარი.
ზღვასთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონება...
იახტკლუბი, რომელიც ახლა, სამწუხაროდ, აღარ არსებობს.ახალი რესტორანი ან ბარი განსხვავებული კონცეფციით ან მენიუთი, რომელიც მოგწონს...
კაფე-ბარების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს ახლად გახსნილი კაფე „ნიშა“, სადაც ძალიან კარგი გარემო და გემრიელი კერძები აქვთ.
მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა მოინახულოს...
ბათუმის ბოტანიკური ბაღი მგონია, რომ ყველამ უნდა ნახოს.
მთავარი შეკრების ადგილი...
კაფე “ორიენტალი”.
მიზეზი, რის გამოც აქ ყოველთვის ბრუნდები...
ზღვა. სახლი ბათუმში ან რომელიმე ობიექტი თქვენთვის ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი ინტერიერით ან არქიტექტურით...
ჩემი მეგობრის 1904 წელს აშენებული სახლი, ნამდვილი ბათუმის არქიტექტურაა და სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ბოლო სახლია აქ.
არქიტექტურულად ყველაზე საინტერესო უბანი...
ჩემთვის ყველაზე ლამაზი ძველი ბათუმია, ის, რაც დარჩა… სამწუხაროდ, ძალიან მოუვლელი...
შემოდგომის ბათუმის ერთი განმასხვავებელი დეტალი, რომელიც სხვა სეზონებზე აქ სტუმრობისას განსხვავებულ გამოცდილებას გულისხმობს...
შემოდგომის ბათუმი ჩემთვის საუკეთესოა, ველო გასეირნების სეზონს მიგრძელებს.
საუკეთესო გალერეა ან მუზეუმი, სადაც საინტერესო გამოფენის ხილვაა შესაძლებელი...
ბათუმი მდიდარი არ არის გალერეებით, ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ბათუმის მუზეუმია.
თქვენ მიერ ბათუმში შექმნილი ერთი ნამუშევარი...
“ზღვის ჰორიზონტები”.
დაწერე კომენტარი