ლუკა გუადანინოს ახალ, მოკლემეტრაჟიან ფილმში - The Staggering Girl, რომლის პროდიუსერიც მაღალი მოდის სახლის, Valentino-ს კრეატიული დირექტორი პიერ პაოლო პაჩოლია, შეუდარებელ ჟულიანა მურისა და Twin Peaks-ის გამორჩეულ მსახიობს, კაილ მაკლაქენს იხილავთ.


Call Me By Your Name-ის მსგავსად, ახალ ფილმსაც მეოცნებე და მისტიკური განწყობა ახასიათებს, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე 2019 წელს შედგა. მურისა და მაკლაქენის გარდა, ფილმში Nymphomaniac-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მსახიობს, მია გოთსა და If Beale Street Could Talk-ში განსაკუთრებული პერფორმანსის შემსრულებელ კიკი ლაინსაც იხილავთ.

კინოკომპანია MUBI-სთან თანამშრომლობით შექმნილი 35-წუთიანი ფილმისთვის მუსიკა ოსკაროსანმა კომპოზიტორმა რუიჩი საკამოტომ შექმნა, რომელიც პაჩოლის მიერ შექმნილ მბზინავ სილუეტებთან მბზინავ ჰარმონიას ქმნის. The Staggering Girl გუადანინოს სრულიად ახალ, საინტერესო ხედვას გვთავაზობს, რომელსაც მაყურებელი ეკრანებზე სულ მალე, 15 თებერვალს იხილავს.