ყოველწლიურად, ნოემბრის ბოლო პარასკევს საცალო ვაჭრობისა თუ მომსახურების თითქმის ყველა სფერო წლის ყველაზე დიდი ფასდაკლების დღეს - “შავ პარასკევს” აღნიშნავს. Black Friday-ს მოახლოებასთან ერთად კომპანიები მომხმარებლებს საინტერესო ფასდაკლებებს, შეთავაზებებსა და გათამაშებებსაც კი სთავაზობენ. აქციის კვირეულს საქართველოში პირველი სავაჭრო ცენტრი - Tbilisi Mall-იც უერთდება, რომელიც მომხმარებლების კომფორტსა და სიამოვნებაზე გახსნის დღიდან ზრუნავს. Tbilisi Mall 24-25 ნოემბერს Black Friday-ს ფარგლებში მომხმარებლებს ღამის შოპინგს სთავაზობს. ადგილზე მისული სტუმრები, განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებთან ერთად, შოპინგს სტანდარტულად 22:00 საათის ნაცვლად, ღამის 1-ელ საათამდე შეძლებენ. იმისათვის, რომ შოპინგი მეტად სახალისო და სასიამოვნო გახდეს, მომხმარებლების განწყობაზე სპეციალურად მოწვეული DJ იზრუნებს.
ღამის შოპინგსა და საინტერესო შეთავაზებებთან ერთად, უკვე მიმდინარეობს კონკურსი Cyber Monday. კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები კი მარტივია: მომხმარებელმა უნდა გადაუღოს ფოტო ნივთებს, რომლებიც Black Friday-ს ფარგლებში Tbilisi Mall-ში შეიძინა, გააზიაროს Instagram-ზე ან Facebook-ის სთორიზე, მონიშნოს სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გვერდი და საბოლოო ეტაპზე, შენაძენის ავთენტურობის დასადასტურებლად, პირად შეტყობინებაში მათ ჩეკის ფოტოსურათი გაუგზავნოს. კონკურსის შედეგად Tbilisi Mall 20 გამარჯვებულს გამოავლენს. მათ სავაჭრო ცენტრის 100, 200, 300 ან 500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.
Black Friday-ის კამპანიის ფარგლებში ლიკა ევგენიძე, თინა შალიკაშვილი და მარიამ კუხალაშვილი სოციალურ ქსელებში გამომწერებს სპეციალურ, ინდივიდუალურ პრომო-კოდს გაუზიარებენ, რომლის დახმარებითაც უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე მომხმარებლები დამატებით 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
Tbilisi Mall პირველი სავაჭრო მოლია, რომელმაც ქართველ მომხმარებელს მულტიფუნქციური შოპინგ-ცენტრის გამოცდილება გააცნო. მოლი 2012 წლიდან ფუნქციონირებს და უფასო პარკინგთან ერთად მომხარებლებს სხვა დამატებით ისეთ სერვისებსაც სთავაზობს, როგორიც არის მანქანის რეცხვა და ქიმწმენდა. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრის სივრცეში ბრენდების ისეთი ასორტიმენტიც მრავლადაა წარმოდგენილი, რომელთა შეძენაც საქართველოში მხოლოდ Tbilisi Mall-შია შესაძლებელი, მათ შორისაა: Zara Home, Marks and Spencer, Piazza Italia და სხვა.
დაწერე კომენტარი