გასტრონომ-ჯგუფი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დედაქალაქის მოსახლეობას მაღალი ხარისხის კვების ობიექტებით ანებივრებს. არგენტინული სტეიკჰაუსი, იტალიური ბისტრო, ქართული რესტორანი „თამარა“ და აზიური კლუბი „ზენი“ - ეს იმ ბრენდების ჩამონათვალია, რომელიც თბილისში ყველასთვის საყვარელ ადგილებად მალევე იქცა. გასტრონომ-ჯგუფი გაფართოებას აგრძელებს და მალე ბათუმის მოსახლეობასაც ნამდვილი იტალიური გამოცდილებითა და გემოებით გაანებივრებს.
იტალიური ბისტრო 1-ლი დეკემბრიდან ახლად გახსნილ გრანდ მოლის ყველასთვის ცნობილ ქართული თუ საერთაშორისო ბრენდების კვების ობიექტების სიას შეუერთდება და მის სტუმარს იტალიური გემოების მრავალფეროვანი მენიუთი გაუმასპინძლდება. ტოსკანური პიცა, პაპარდელე შავი ტრიუფელით, უგემრიელესი ლაზანია, ბურატა და ჯოსპერზე მომზადებული ბურგერებისა და სტეიკების საუკეთესო არჩევანი იტალიურ ბისტროში ხვალიდან გელოდებათ. მათთვის, ვინც გასტრონომ-ჯგუფის რესტორნების ხშირი სტუმარია, მომავალ წელს დედაქალაქშიც ვპირდებით სასიამოვნო და მადისაღმძვრელ სიახლეებს.
დაწერე კომენტარი