„ბოქსეტ ჯორჯია“ - ამანათების გაგზავნის ხელოვნება!“ - ასეთი სლოგანი აქვს ტვირთების გადაზიდვების სფეროს ერთ-ერთ ლიდერს, რომლის სერვისების კომფორტულობა და პრაქტიკულობა დიდი ხანია აღიარებულია. კომპანიას ახლაც სასიამოვნო სიახლე აქვს - ამანათების ამერიკიდან საქართველოში ჩამოტანა დაიწყო. „ბოქსეტ ჯორჯია“ მუდმივად ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და ითვალისწინებს მის ინტერესებს. ამერიკიდან საქართველოში ამანათების ტრანსპორტირების სერვისი სწორედ მომხმარებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით ამოქმედდა.
ამანათები ამერიკიდან კვირაში ორჯერ იგზავნება, გამოგზავნიდან 4-6 სამუშაო დღეში კი ნივთებს უკვე თბილისში მიიღებთ.
აღნიშნულ სერვისს სულ მალე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის თურქეთი და ჩინეთიც შეემატება, თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში კი ახალი ფილიალები გაიხსნება. მომსახურების მაღალი ხარისხი, მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირება, კონკურენტული ფასები, სხვა ქვეყნებში გადაზიდვების დიდი და წარმატებული გამოცდილება - აი, რით გამოირჩევა „ბოქსეტ ჯორჯია“ კონკურენტებისგან.
„ბოქსეტ ჯორჯიამ“ დანერგა ლოიალობის სისტემა: www.boxette.ge-ზე დღესვე დარეგისტრირებით გახდებით Gold სტატუსის მფლობელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში მიიღებთ 5%-იან ფასდაკლებას და ბაერის მომსახურებას უფასოდ, ხოლო წლის ბოლომდე უფასო საკურიერო სერვისს.
მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, „ბოქსეტი“ მათ სთავაზობს ისეთ სერვისებს, რომლებიც კიდევ უფრო ამარტივებს ამანათის მიღების პროცესს. მაგალითად, ფოტოს სერვისი, გამოწერილი ნივთის საბაჟო გადასახადის კონტროლი, ამანათის გაყოფა და ა.შ. ჩამოსატანი ამანათის ღირებულება ითვლება ფიზიკური/რეალური წონით.
ერთ-ერთი სერვისის დახმარებით შეძლებთ (საქართველოში პირველად), გამოწერილი ნივთი უკან დააბრუნოთ, რაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
„ბოქსეტ ჯორჯია“ საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფის - Boxette-ის წევრია. ბიზნეს ჯგუფი წარმოდგენილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, უკრაინა, თურქეთი, საქართველო და უზბეკეთი. „ბოქსეტ ჯორჯია“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ნებისმიერი ქართული პროდუქტის გაყიდვა საერთაშორისო პლატფორმაზე (Amazon, eBay, Etsy, Walmart და ა.შ.).
კომპანიამ საქართველოში პირველმა დაიწყო ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საწყობების (ფულფილმენთის) ქსელის აწყობა, რაც საგრძნობლად უწყობს ხელს ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კლიენტებს უკვე წარმატებით ემსახურება ბათუმის ფულფილმენთ (ლოგისტიკური) ცენტრი.
ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირების გარდა, კომპანია სთავაზობს სასაწყობე სერვისებს ამერიკაში ელექტრონული კომერციით დაკავებულ კლიენტებს მთელი მსოფლიოდან.
აღსანიშნავია, რომ „ბოქსეტ“ ჯგუფს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ლოგისტიკაში. უკვე 3 წელია, რაც ოპერირებს საქართველოში და ამ დროის განმავლობაში საქართველოდან ამანათებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აგზავნის. კომპანია უზრუნველყოფს, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი ამანათი ადრესატთან ჩავიდეს მაქსიმალურად სწრაფად, უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაზიანების გარეშე.
„ბოქსეტ ჯორჯიას“ ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბით, უმაღლესი სტანდარტების შესატყვისი სერვისი, კლიენტის კმაყოფილებაზე მაქსიმალურად ზრუნვა, ინოვაციური მიდგომები გარანტიაა იმისა, რომ კომპანია მიღწეულით არ დაკმაყოფილდება და მომხმარებელს უახლოეს მომავალში კიდევ მრავალ სასიამოვნო და პრაქტიკულ სიახლეს შესთავაზებს.
დაწერე კომენტარი