Hammock Magazine თიბისი სტატუსთან ერთად გთავაზობთ იმ ღონისძიებების აფიშას, რომელიც მიმდინარე კვირაში იმართება.
თამარ ბოჭორიშვილის გამოფენა - “ძვირფასი თვალი”
16 ივნისიდან 16 აგვისტომდე გალერეა Project ArtBeat წარმოგვიდგენს თამარ ბოჭორიშვილის გამოფენას “ძვირფასი თვალი”, სადაც ხელოვანის სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ნამუშევრები იქნება გამოფენილი. “” ძვირფასი თვალი” მხატვრის ძველი ნამუშევრების ქვის თემის გაგრძელებაა. იგი მთაში მოპოვებული ფერადი ქვის ანარეკლებსა და საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული და შეკუმშული ენერგიას თვალის ფორმაში ათავსებს. მთის “ძვირფასი თვალი” ადამიანის თვალად იქცევა. მისი ფუნქცია, ისტორია და ენერგია იცვლება. იგი სქემატიზირებული, მოქარგული, გასართობი და დეკორატიული ხდება, როგორც ადამიანი, რომელიც ცდილობს ღრმა, დრამატული და მტკივნეული ისტორია გადამალოს, დაივიწყოს და ფრაგმენტული მრავალფეროვნების ახალი თხრობა შექმნას…”
ონლაინშეხვედრა თუმანიშვილის თეატრის მსახიობ ნინო ბურდულთან
15 ივნისს, 18:00 საათზე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის Facebook-გვერდზე მსახიობ ნინო ბურდულთან შეხვედრა გაიმართება, სადაც ის საკუთარი როლების და თუმანიშვილის თეატრის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ ისაუბრებს. შეხვედრის ინტერაქტიულ რეჟიმში მაყურებელს საშუალება ექნება მსახიობს კითხვები დაუსვას და სხვადასხვა თემის შესახებ მასთან ერთად იმსჯელოს.
ონლაინშეხვედრა მწერალ ნინო ხარატიშვილთან
15 ივნისს, 19 საათზე ევროპის დღეებისა და პროექტის, "მე-ევროპელი" ფარგლებში გაიმართება ონლაინდისკუსია მწერალთან, დრამატურგსა და რეჟისორთან, ნინო ხარატიშვილთან თემაზე: ევროპა-საქართველოს მერვე სიცოცხლე. მწერალი ევროპისა და საქართველოს კულტურული კავშირების, ქართული და ევროპული იდენტობის, საბჭოთა წარსულის მანკიერებისა და თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ თავისი წიგნის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ ჭრილში ისაუბრებს. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და ამ მხრივ განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
Gletschermusik - მყინვარების მუსიკა
თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, ერევნის გოეთეს ცენტრისა და რადიო “ანტენას” თანამშრომლობით 16 ივნისს, 20:00 საათზე ონლაინსივრცეში პროექტი “მყინვარების მუსიკა” გაიმართება, რომელიც მყინვარების დნობისა და გლობალური დათბობის პრობლემების შესახებ აუდიოარტისტების ინტერპრეტაციას წარმოადგენს. პროექტი გერმანელ, ქართველ და სომეხ აუდიოვიზუალურ ხელოვანებს: რობერტ ლიპოკის, ანუშკა ჩხეიძეს, ეთო გელაშვილს, ჰაიკ კაროი კარაპეტიანსა და ლილევანს აერთიანებს.
Pop ინსპირაცია - ონლაინშეხვედრა გიორგი პოპიაშვილთან
ხუთშაბათს, 18 ივნისს, 19:00 საათზე Facebook-გვერდ Talent Flow-ზე გაიმართება ონლაინშეხვედრა გიორგი პოპიაშვილთან, რომელიც სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრებს, ესენია:
ფიქრი, როგორც ინსპირაციის ძალა
როგორ ავკრიფოთ სწორი მინიშნებები გარემოდან
მენეჯერი, როგორც ინსპირატორი
Leno Sessions - სანდრო გეგეჭკორი
27 ივნისს, 20:00 საათზე ინტერაქციული ლაივსთრიმ პროექტის, lenø Sessions-ის სტუმარი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი იქნება.ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt რახმანინოვის მუზეუმთან და Klassiek op het Amstelveld-თან ერთად სანდროს საფორტეპიანო კონცერტს წარმოგვიდგენს, სადაც ბახის, მოცარტის, შოპენისა და რახმანინოვის ნაწარმოებები შესრულდება.
დაწერე კომენტარი