წყლისა და პარფიუმის შემდეგ გლიცერინს კოსმეტიკასა და თავის მოვლის პროდუქტებში ყველაზე ხშირად იყენებენ. მისი წმინდა, დაუმუშავებელი ფორმა სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება ამ ინდუსტრიაში და დერმატოლოგებიც მის სასარგებლო თვისებებზეც უფრო მეტს საუბრობენ.
გლიცერინი კანთან ურთიერთქმედების დროს მოქმედებს როგორც დამატენიანებელი. დაბალი მოლეკულური წონის გამო იგი კანის სიღრმეებში მარტივად აღწევს. ამიტომ, გლიცერინს შეუძლია ტენიანობა არა მხოლოდ ზედაპირულად, არამედ კანის ძალიან ღრმა ფენებიდან აღადგინოს. ამასთან ერთად, გლიცერინის შემცველი პროდუქტები ბარიერის შენარჩუნებასა და მისი მავნე პროდუქტებისა თუ გარემო ზემოქმედებისაგან დაცვას უზრუნველყოფენ. ასევე აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს და ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მისი გამოყენება ეფექტურია ფსორიაზის მკურნალობის დროსაც. გლიცერინი კანის მოვლის არაერთი პროდუქტის შემადგენლობაშია, მათ შორის - დამატენიანებელ თუ გამწმენდ კრემებში, ამ სიაში გლიცერინის შემცველ საუკეთესო პროდუქტებს გაგაცნობთ, რომლებიც დღეს საერთაშორისო კოსმეტიკურ ბაზარზე ყველაზე ხშირად გვხვდება.
The Ordinary Natural Moisturizing Factors
Natural Moisturizing Factors + HA ბუნებრივი დამატენიანებელია, რომელიც ბარიერის დაცვის უზრუნველყოფით კანს ღრმად ატენიანებს. ორგანული ინგრედიენტების, როგორიც არის - გლიცერინი, ამინომჟავები, ცხიმოვანი მჟავები, ტრიგლიცერიდები, შარდოვანა, კერამიდები, ფოსფოლიპიდები, საქარიდები, ნატრიუმის PCA და ჰიალურონის მჟავას სინთეზი კანის გარე, ზედაპირულ ფენას იცავს, ინარჩუნებს ტენიანობას, ცხიმიანობის შეგრძნების გარეშე. პროდუქტის რეგულარული გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის ბარიერის ფუნქციას.
Elemis Exotic Cream Moisturising Mask
თუ კანის სიმშრალე და მასზე გამუდმებული ზრუნვა თქვენთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, Elemis-ის მკვებავი ნიღაბი სახის ინტენსიურ, ღრმა დატენიანებას სულ რაღაც რამდენიმე წუთში უზრუნველყოფს. თაფლის, ბერგამოტის, აკაციისა და მიმოზას დამატენიანებელ ექსტრაქტებს თან ერთვის პროდუქტის უნიკალური ფორმულა, რაც კანს განსაკუთრებულ სირბილეს, ბზინვარებასა და, რა თქმა უნდა, ტენიანობას ანიჭებს.
Pixi Glow Mud Cleanser
გლიცერინით გამდიდრებული გამწმენდი 5% გლიკოლისა და დამამშვიდებელი ბოტანიკური ნივთიერებების დახმარებით ღრმად წმენდს ფორებს. ფორმულაში შემავალი ინგრედიენტთა კომპლექსი ფორებს ღრმად ასუფთავებს და კანს ბზინვარებას ანიჭებს. ამასთან ერთად, იგი კანს ნაზად აქერცვლასა მკვდარი უჯრედებისაგან გათავისუფლებაში ეხმარება. საბოლოოდ, ამ პროცესების ბოლოს გლიცერინი დატენიანებასა და ბუნებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
Charlotte Tilbury Magic Serum Crystal Elixir
გლიცერინი, რძემჟავა, შიის ზეთი, ჰიალურონისა და პოლიგლუტამინის მჟავა - ყველა ამ ინგრედიენტის ურთიერთქმედება მშრალი კანისათვის ნამდვილად იდეალური კომბინაციაა. Charlotte Tilbury-ის ჯადოსნური სერუმი ყველა ამ ნივთიერებით არის გამდიდრებული. პროდუქტი კანს მომენტალურად ატენიანებს და მას ელასტიკურობის შეგრძნებასა და ვიზუალს მატებს.ნიაცინამიდი და ვიტამინი C კი ხელს უწყობს კანის ტონისა და სტრუქტურის გაუმჯობესებასა და შენარჩუნებას. ჯადოსნურ ელექსირს ხანგრძლივი მოქმედების ეფექტი აქვს და ნებისმიერი ტიპის კანს იდეალურად ერგება.
Paula's Choice Water-Infusing Electrolyte Moisturizer
გამაგრილებელი ელექტროლიტებით დამუხტული ფორმულა კანის სიჯანსაღისათვის აუცილებელი ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი აძლიერებს კანის სტრუქტურას. მსუბუქი და ჰაეროვანი ტექსტურა კანზე არ ტოვებს ზედმეტი ცხიმიანობისა და წებოვნების შეგრძნებას, სწორედ ამიტომ მისი გამოყენება ძალიან კომფორტულია როგორც დილის, ისე საღამოს საათებში.
La Roche-Posay Redermic R Retinol Eye Cream
რეტინოლის შემცველი თვალის კრემი შესამჩნევად ამცირებს თვალის კონტურის გარშემო გაჩენილ ნაოჭებსა და წვრილ ხაზებს. ფორმულა უზრუნველყოფს ლიფტინგის ეფექტს. ამასთან ერთად, კოფეინი მუქი ხაზების წარმოქმნის რისკს ამცირებს. რეტინოლის შემცველობა ნუ შეგაშინებთ, გლიცერინი ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე კანს ღრმად ატენიანებს, არბილებს და ჯანსაღ ელასტიკურობას ანიჭებს.
Cetaphil Moisturizing Cream
მდიდარი, უცხიმო დამატენიანებელი კრემი ნიაცინამდის, პანთენოლისა და გლიცერინის სინთეზით აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას, იცავს გაღიზიანებისა და ანთების წარმოქმნისაგან. ასევე ტკბილი ნუშის ზეთი 24 საათის განმავლობაში კანის ღრმად დატენიანებას უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, პროდუქტი კანს ისეთი საფრთხეებისაგან იცავს, როგორიც არის - კანის ბარიერის დასუსტება, გაღიზიანება, გაუხეშება, დაჭიმულობა და სიმშრალე.
Aquaphor Healing Ointment
Aquaphor-ის უნიკალური ფორმულის მიხედვით შექმნილი სამკურნალო მალამო იცავს და აღადგენს უკიდურესად გამომშრალ კანს. ლოსიონისა და სტანდარტული დამატენიანებელი კრემისაგან განსხვავებით, ეს მრავალფუნქციური მალამო ამშვიდებს, ატენიანებს და იცავს, როგორც უკვე აღვნიშნე, უკიდურესად გამომშრალ კანს, ტუჩებს, ასევე მცირე ზომის ჭრილობებს, დამწვრობას და კანის ბევრ სხვა გაღიზიანებას. მისი ფორმულა მდიდარია პანთენოლითა და გლიცერინით, რაც პროდუქტის მთავარი დანიშნულებით მოქმედებას უზრუნველყოფს.
დაწერე კომენტარი