menu close search
გასტრონომია

პაპრიკა - ორგანული და ბიოლოგიურად სუფთა სანელებლები საქართველოდან

05 დეკემბერი, 2023

დეა კოლოტაური

ცოტა ხნის წინ საქართველოს ბაზარზე ორგანული და ბიოლოგიურად სუფთა სანელებლების ბრენდი, პაპრიკა გამოჩნდა. სვანური ტრადიციული მეთოდებითა და თანამედროვე წარმოებით დამუშავებული, 100%-ით ნატურალური მარცვლეულისაგან მიღებული ქართული თუ საერთაშორისო სამზარეულოების განუყოფელი სანელებლები მეგრულია და ამ კუთხის კერძების შთაგონებით შეიქმნა. 

არომატიზატორების გარეშე შექმნილ პროდუქციას თავად ბრენდის შემქმნელები ამზადებენ, ამიტომ თითოეული ჰერმეტულად დახურული პაკეტის შიგნით ხელით დაფქული, დამუშავებული და შეზავებული მარცვლებია მოთავსებული. ბრენდი მომხმარებლებს პროდუქტთა მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, მათ შორის - ძირას, წითელ წიწაკას, სვანურ მარილს, როზმარინს, ყვითელ ყვავილს, შავ პილპილს, დარიჩინსა და ქინძს. თუმცა, ცალკეულ სანელებელთან ერთად, პაპრიკა სპეციალურად კონკრეტული სახის კერძებისთვისაც არის შექმნილი, რომელთა დახმარებითაც საახალწლო სუფრაზე ნებისმიერი ხორციანი თუ ნიგვზიანი კერძის გამრავალფეროვნებაა შესაძლებელი.

 პაპრიკას პროდუქციის შეძენა გუდვილის, ევროპროდუქტისა და აგროჰაბის მაღაზიათა ქსელებშია შესაძლებელი. 

image00004 image00002 image00009 image00012 image00020 image00029


გამოქვეყნების თარიღი:

05 დეკემბერი, 2023

დაწერე კომენტარი