იტალიური ბრენდის, Bottega Venetta-ს 2024 წლის კამპანიაში ამერიკელი რეპერი Asap Rocky გამოჩნდა. კამპანიას თავად Asap Rocky ინსტაგრამის საშუალებით ავრცელებს და როგორც მის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით ხდება ცნობილი, კამპანიის კონცეფცია პაპარაცებისა და ცნობილი სახეების ურთიერთობას ემყარება. ამერიკელი რეპერის თქმით, ფოტოგრაფებსა და ვარსკვლავებს შორის ყოველთვის მხიარული ურთიერთობა არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ფოტოსურათების გადაღება პრესაში აურზაურს, მასალის უნებართვოდ გამოყენებასა და უფლებების დარბევას იწვევდა. გარდა ამისა, მისი თქმით, არსებობენ სახეები, რომლებიც პაპარაცებს თავად იწვევენ სასურველი ფოტოს გადასაღებად, რაც ამ ურთიერთობის კიდევ ერთი საინტერესო ნაწილია. 

 ამის გასაშარჟებლად, Bottega Venetta-სთან თანამშრომლობით Asap Rocky-მ ყოველდღიური ცხოვრებისა და აქტივობების ასახვით ფოტოგრაფებსა და ვარსკვლავებს შორის არსებული უფსკრულის გაქრობა და მათი ურთიერთობის დადებითი კუთხით წარმოჩენა გადაწყვიტა. 


ფოტო: Asap Rocky