Ქართველმა მუსიკოსმა, ნათია სართანიამ სასცენო სახელით sTia, 8 დეკემბერს პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა. არტისტის სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით Home, 7 კომპოზიციას: where do i go from here, out of system, safe and sound, Luna flowers;Sabana - flowerwild [piano cover], home, floatin’, home [Nikala rework], აერთიანებს. მსუბუქი, ფორტეპიანოსათვის შექმნილი მუსიკალური ნამუშევრები როგორც ფირფიტის, ასევე ციფრული ფორმატითაც არის ხელმისაწვდომი.
სადებიუტო სტუდიურ ალბომზე ნათია სართანია ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. არტისტისათვის უკვე ნიშად ქცეული მსუბუქი, მელოდიური მუსიკა 7 კომპოზიციაში დროისა და სივრცის კონცეფციას აერთიანებს. ალბომის ვიზუალური მასალა კი მუსიკოსის ბავშვობის შავ-თეთრ ფოტოსურათებს მოიცავს, სწორედ დროის იმ მონაკვეთისას, რომელსაც ეს ნამუშევრები ეძღვნება. Home-ის ოფიციალურ გამოსვლასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ნიკა მაჩაიძის მიერ where do i go from here-ის ვიზუალური ანიმაციაც გამოქვეყნდა, სადაც მზის ჩასვლის სანახავად ადამიანი გრძელ და საკმაოდ რთულ გზას გადის.
ფოტო: sTia
დაწერე კომენტარი