არქიტექტორებმა - დიმიტრი შაფაქიძემ და ირაკლი აბაშიძემ 350 კვ.მ ფართობის რეზიდენცია შექმნეს. თბილისში მდებარე პავილიონის სტილის საცხოვრებელი რეზიდენცია ტერაკოტას ფერშია გადაწყვეტილი. პავილიონის სტილის ერთსართულიანი შენობა სტანდარტული სტრუქტურისაგან სრულიად განსხვავდება და საცხოვრებლის  ახლებურ ხედვას წარმოადგენს.

რეზიდენცია მთლიანად შუშის უზარმაზარი ვიტრაჟებით არის გარშემორტყმული, რაც ბუნებასა და საცხოვრებლის შიდა სივრცეს შორის საზღვრებს თითქოს მთლიანად აბათილებს. Laboratory of Architecture N3-ის კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი თბილისის არქიტექტურული სურათისაგან სრულიად განსხვავებული განზომილებაა, სადაც ბუნებასთან დღეისათვის იშვიათი სიახლოვე იდეალურად ერწყმის თანამედროვე არქიტექტურულ თუ ინტერიერის დეკორატიულ სტილს. 


ფოტო: Archdaily