4-დან 10 დეკემბრის ჩათვლით მაიამიმ ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ფესტივალებს Art Basel Miami Beach-სა და Design Miami-ს უმასპინძლა. საჯარო ღონისძიებების ფარგლებში ხელოვანებს, დიზაინერებსა და ამ სფეროს ენთუზიასტებს საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალება მიეცათ. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მაიმის ხელოვნების კვირეულს ლეგენდარული ფრანგული მოდის სახლი, Louis Vuitton დაუბრუნდა, რომელმაც ფესტივალის ფარგლებში კანადელ-ამერიკელი არქიტექტორის, ფრენკ გერის შემოქმედებით შთაგონებული ჩანთების ლიმიტირებული კოლექცია წარმოადგინა. 

Art Basel Miami Beach-ის ფესტივალზე განთავსებულ მოდის სახლის სტენდზე ფრენკ გერის ხანგრძლივი და დასამახსოვრებელი კარიერისა და შემოქმედების ძირითადი მახასიათებლების შთაგონებით შექმნილი რამდენიმე სახის Maison Capucines-სა და Twisted Box Trunk-ის სახელებით ცნობილი ხელჩანთები იყო წარმოდგენილი. თუმცა, ჩანთებთან ერთად მოდის სახლის საგამოფენო სივრცეში არქიტექტორისა და Louis Vuitton-ის ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ნივთებიც იყო გამოფენილი, მათ შორის - პარფიუმის, Les Extraits-ისათვის შექმნილი ბოთლები და მისი საცობები. 


ფოტო: Dezeen