Karl Lagerfeld: Life in Houses - ასე ეწოდება პატრიკ მაურისისა და მერი კელტის ავტორობით შექმნილ სამაგიდო წიგნს, რომელიც ლეგენდარული გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის მიერ შექმნილ ინტერიერის დიზაინს ეთმობა. ეს პუბლიკაცია პირველია, რომელიც დეკადების განმავლობაში ფრანგული და იტალიური მოდის სახლების, Chanel-ისა და Fendi-ს სამხატვრო ხელმძღვანელს სრულიად განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს. წიგნი პარიზიდან ბიარიცამდე და რომიდან ჰამბურგამდე დიზაინერის ცნობილ ნამუშევრებს აერთიანებს. თითოეული უნიკალური ინტერიერის დიზაინით შექმნილი სახლები თუ ბინები არტ-დეკოსა და თანამედროვე სტილის ელემენტებს მოიცავს. 

კარლ ლაგერფელდი კარგად ნაცნობ მოდისა და ინტერიერის დიზაინერობასთან ერთად, კოლექციონერის სტატუსსაც ითავსებდა. მისი თითოეული პროექტი ხელოვანის ინდივიდუალურ აურასა და ხედვას გადმოსცემს, სადაც სწორედ მის მიერ შეგროვებული ხელოვნებისა თუ ავეჯის ანტიკვარული ნამუშევრებია განთავსებული.

Page-79__4_4_b_Jacques-Schumacher.jpeg 2.35 MB

პუბლიკაცია პატრიკ მაურისის ავტორობით შეიქმნა, ხოლო დიზაინერის მიერ შექმნილ პროექტებზე, დიზაინის ელემენტებსა და მასთან დაკავშირებულ ძირითად დეტალებზე ინფორმაცია მას მერი კელტმა წარუდგინა. 


ფოტო: Wonderland Magazine