Tegeta X Global Brands – Partnership Beyond Borders – ღონისძიება, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა, მასშტაბურობის გარდა, ბევრი ინოვაციით გამოირჩეოდა.
„ახალი სპორტის სასახლის“ დარბაზი საკონცერტო სივრცედ პირველად გადაკეთდა. უპრეცედენტო ზომის – 52-მეტრი სიგანის LED ეკრანი იყო დამონტაჟდა, სადაც ციფრული მულტიმედია ხელოვნების ელემენტების გამოყენებით სანახაობა საათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება შუქდიოდური ეკრანის ლაზერულმა მეპინგმა მოახდინა. ღონისძიების დასაწყისში ეკრანზე თეგეტას შენობის კონტურები საგანგებოდ ჩამოტანილი ლაზერებით გამოისახა.
Tegeta X Global Brands – Partnership Beyond Borders - ღონისძიება ვაკეში, თეგეტას ახალი, მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნის შემდეგ გაიმართა და მასზე დასასწრებად თეგეტას პარტნიორები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ.
აუდიტორიამ იხილა ფილმიც, სადაც „თეგეტას“ 28-წლიანი არსებობისა და გლობალურ ბრენდებთან პარტნიორობის ისტორია იყო წარმოჩენილი.ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებისთვის გალა-კონცერტი გაიმართა. ანსამბლმა „ერისიონმა“ ქართული უნიკალური პოლიფონიისა და ცეკვის ნომრები წარმოადგინა. „ერისიონის“ ნახევარსაათიანი პროგრამის შემდეგ, ახალი სპორტის სასახლის დარბაზი საოპერო სივრცედ გადაკეთდა. მაყურებლის თვალწინ, 52-მეტრიანი ეკრანი აიწია და თანამედრივე ტექნოლოგიური პროექციის გამოყენებით, სცენაზე საოპერო დარბაზის კომპოზიცია გამოისახა. საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა, კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის დირიჟორობით ქართული და მსოფლიო კლასიკის გამორჩეული ნაწარმოებები ცოცხლად შეასრულა.
ღონისძიება, Afterparty-ით, გვიან ღამემდე გაგრძელდა. „თეგეტას“ ვაკის ფილიალის გახსნას და გალა-კონცერტს, ჯამში, 1500-მდე სტუმარი დაესწრო.
დაწერე კომენტარი