ცოტა ხნის წინ Gucci-იმ საკუთარ ინსტაგრამზე ახალი კამპანია გამოაქვეყნა, რომელშიც Gucci-ის სამოსში ჩაცმული წყვილები ერთმანეთს კოცნიან. ეს ფოტოები ნაწილია Gucci-ის საახალწლო ე.წ. Gifting კამპანიისა, სადაც თითოეული ეს გმირი ნიუ-იორკის მაღალსართულიან სახლში საახალწლო წვეულებაში მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ LGBTQ+ თემისადმი ჰომოფობიური კომენტარები სიახლე არ არის, Gucci-ის გვერდზე განთავსებულმა ამ კამპანიამ საზოგადოების ერთ ნაწილში ბრენდისადმი აგრესია და აღშფოთება გამოიწვია. თუმცა მათ, ვინც კარგად იცნობს ბრენდის ისტორიას, იციან, რომ ეს უახლესი კამპანია არ არის Gucci-ის მხრიდან პირველი მცდელობა მხარი დაუჭიროს სექსუალურ უმცირესობებს. ბრენდის ისტორიას კარგად ახსოვს ტომ ფორდის შემოქმედებითი დირექტორობის დროს, 2000-იან წლებში, შექმნილი არაერთი პროვოკაციული და კონტრვერსიული ფოტოსესია, რომლებმაც Gucci-ის როგორც ყველაზე Hot ბრენდის ისტორია და როგორც ჩანს, მომავალიც განსაზღვრა.
დაწერე კომენტარი