შაბათს, 6 იანვარს მაზნიაშვილის 10 ნომერში მდებარე “ფოსტა და კონაში“ 16:00-დან 19:00-მდე ანდრო ვეკუას წიგნის სახელწოდებით Fieber პრეზენტაცია გაიმართება.
Fieber საქართველოში ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და ორ თვეში ერთხელ გამოცემული გაზეთების ერთწლიან კვლევას ეფუძნება. ამ გამოცემებს კონკრეტული პროექტისთვის აგროვებდნენ, თუმცა პროექტი არტისტისა და კურატორისთვის უცნობი მიზეზების გამო არ შედგა. ამ გაზეთების უმეტესობა პოლიტიკურ ამბებს მიმოიხილავს, თუმცა შიგადაშიგ ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებაც წერს და ასევე, დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში განვითარებულ კულტურულ მოვლენებსაც აშუქებს. ეს ჟურნალ-გაზეთები გროვდებოდა 2020 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში. ვეკუასთვის დამახასიათებელი კოლაჟების სტილი ამ წიგნშიც შენარჩუნებულია. Fieber ასი ნამუშევრისგან შედგება, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში შეიქმნა და შერჩეული გაზეთების პირველ გვერდებსა და არტისტის მიერ გადაღებულ ფოტოებს აერთიანებს.
“ფოსტა და კონა” თბილისში მდებარე წიგნის მაღაზია და სტუდიური სივრცეა, რომელიც გამომცემლობებს - Posta Press-სა და Kona Books-ს აერთიანებს. ეს გამომცემლობები მკითხველს საერთაშორისო არტისტების და საქართველოში მოღვაწე მწერლების, პოეტების და სხვადასხვა დარგის ხელოვანების შემოქმედებას აცნობენ. ფოსტა და კონას საზიარო სივრცეში ასევე იმართება ჩვენებები და გამოფენები.კონცეფცია: ანდრო ვეკუა და ელენე აბაშიძე
გრაფიკული დიზაინი: დენ ზოლბახი, ევან გუეენუ
პუბლიკაცია გამოსაცემად მოამზადეს ნინა ახვლედიანმა და დენ ზოლბახმა
ფოტოდოკუმენტაცია: ივან ვოლტსკი, „დინება“
შრიფტი: დინამო
დაიბეჭდა „სეზანში“
გამომცემელი „კონა წიგნები“
დაწერე კომენტარი