32 წლის ემის ნომინანტი, მსახიობი ჯერემი ალენი Calvin Klein-ის 2024 წლის გაზაფხულის ახალ კამპანიაში მონაწილეობს. ვიდეოკლიპი, რომლის რეჟისორიც მერტ ალასია, ნიუ-იორკშია გადაღებული და როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, მასში კარგად ჩანს როგორც მსახიობის ხასიათი და მისი ამ ქალაქთან კავშირი, ისე ამ ბრენდის საცვლების საკულტო სტილი.
ვიდეოკლიპთან ერთად მერტ ალასმა, სტილისტ ემანუელ ალტთან ერთად, ფოტოსესიაც გადაიღო, რომელშიც ნიუ-იორკის მაღალსართულიანი შენობის სახურავზე ჯერემი ალენი Calvin Klein-ის სხვადასხვა სტილისა და ფერის საცვლებში პოზირებს.
დაწერე კომენტარი