ცოტა ხნის წინ Feud: Capote vs The Swans-ის ახალი ტრილერი გამოქვეყნდა. სერიალის პრემიერა, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება, 31 იანვარს გაიმართება. რაიან მერფის მიერ გადაღებული სერიალი ტრუმან კაპოტეს და მისი მეგობარი ქალბატონების ელიტარულ წრეზე მოგვითხრობს, სიუჟეტის მთავარი ხაზი კი ტრუმან კაპოტეს მიერ ამ ქალბატონების საიდუმლოებების გამჟღავნებას მიჰყვება.
სერიალში კაპოტეს როლს ტომ ჰოლანდერი თამაშობს. მსახიობებს შორის არიან ქლოი სევინი, ნაომი ვათსი, კალისტა პლოკჰარტი, ალო მაკბილი და სხვ. ვარსკვლავებს შორის მაყურებლები დემი მურის, The Breakfast Club-ის მოლი რინგვალდის და ჯესიკა ლანგის გამოჩენასაც ელოდებიან.