კანის ძირითადი ფუნქცია ჩვენი ორგანიზმის გარემოს ზემოქმედებისგან დაცვაა. იგი შედგება ორი შრისაგან: ეპიდერმული გარე შრისაგან, რომელიც ერთგვარად ბარიერია და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვას უზრუნველყოფს, და შიდა კანის შრისაგან, რომელიც კანის სიმტკიცესა და ელასტიკურობაზეა პასუხისმგებელი. ნორმალური კანი უნდა შეიცავდეს C ვიტამინის მაღალ კონცენტრაციას, რაც ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს, როგორიცაა კოლაგენის სინთეზი, ულტრაიისფერი სხივებისაგან ანტიოქსიდანტური დაცვა და ა.შ.  C ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინის სახეობაა, რომელსაც ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს. მისი მიღება მედიკამენტების გარდა სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის საშუალებითაც არის შესაძლებელი. მაგალითად, ციტრუსები, კივი, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი და ისპანახი დიდი ოდენობით C ვიტამინს შეიცავს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იგი ქრონიკული დაავადებების რისკს ამცირებს, არეგულირებს მაღალ წნევას, ახდენს გულის დაავადებებისა და ინფარქტის პრევენციას, ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში რკინის ნორმის დასტაბილურებასა და მის შენარჩუნებას. 

C ვიტამინი კანის მოვლის ინდუსტრიაშიც უმნიშვნელოვანეს კომპონენტად რჩება. კლინიკურად ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ეს ვიტამინი ნაოჭებს ამცირებს და მათი წარმოქმნის პროცესებსაც ანელებს, ასევე აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და გარეგნულად უფრო ჯანსაღ, ეფექტურ იერსახეს აძლევს. გარდა ამისა, C ვიტამინის შესაძლებლობების გრძელ სიაში პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლაც შედის, ამასთან, პოსტ აკნეს დასაძლევადაც ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. 

ასაკის მატებასთან ერთად კანის უჯრედებში კოლაგენის გამომუშავებაც იკლებს, ვიტამინი C კი ამ პროცესებს ნორმალურ რეჟიმში წარმართავს.  დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ ეს პროდუქტი, რომელიც რუტინაში შესაძლოა როგორც კრემის, ისე სერუმის სახით გამოვიყენოთ, დაბანის შემდგომ კანზე დამატენიანებელი საშუალების მიღებამდე დავიტანოთ. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული პროდუქტი 10-იდან 20%-მდე C ვიტამინის კონცენტრაციას შეიცავდეს, რადგან ამაზე დაბალი შემცველობა დაპირებულ სარგებელს ჩვენი კანის ჯანმრთელობას ვერ მოუტანს. 

გთავაზობთ ბაზარზე არსებულ შრატის სახით წარმოდგენილ საუკეთესო C ვიტამინს, რომლის ხანგრძლივი მოხმარებაც აუცილებლად უზრუნველყოფს უფრო ნათელ, ჯანსაღ და ბზინვარე კანს. 

la-roche-posay-pure-vitamin-c-face-serum-tout-afa7f2b6d37b46d89f39266d0c36358f.png 296.37 KB
La Roche-Posay 10% Pure Vitamin C Face Serum


ფრანგული ბრენდ La Roche - Posay-ს ეს პროდუქტი, რომელიც C ვიტამინის 10%-ს შეიცავს, იდეალურია ცხიმიანი კანის ტიპის მქონე ადამიანებისათვის. გარდა იმისა, რომ მისი გამოყენების შემდეგ კანზე ნათელი და  ერთგვაროვანი ფერი შეინიშნება, მასში შემავალი ნეიროსენზინის, გლიცერინისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზით  კანისათვის გაღიზიანების შემსუბუქება და მისი დამამშვიდებელი ეფექტის გაძლიერებაა შესაძლებელი.

Screenshot 2024-01-09 at 17.38.52.png 356.05 KB
Paula's Choice Super Antioxidant Concentrate Serum


Paula’s Choice-ის ანტიოქსიდანტური კონცენტრატის შრატი ტეტრაჰექსილდეცილის ასკორბატს, C ვიტამინის ძალიან სტაბილურ ფორმას შეიცავს. პროდუქტის ანოტაციაში ასევე ვკითხულობთ შემდეგ ინგრედიენტებსაც: ვიტამინი E, ასევე კერამიდები, რომლებიც ხელს უწყობს ბარიერის აღდგენას.  იქიდან გამომდინარე, რომ შრატი დამამშვიდებელი და აღმდგენი ელემენტებით არის სავსე, იგი იდეალურია მგრძნობიარე კანისათვის, რომელიც, როგორც წესი, აქტიურ ნივთიერებებს მარტივად ვერ იღებს. 

Screenshot 2024-01-09 at 17.40.40.png 421.32 KB
Supergoop Daily Dose Vitamin C + SPF 40


მიუხედავად იმისა, რომ  C ვიტამინი კანზე ულტრაიისფერი სხივებისგან წარმოქმნილ დაზიანებას ებრძვის, მას SPF-ის ჩანაცვლება, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. უფრო მეტიც, როგორც დერმატოლოგები გვირჩევენ, C ვიტამინის შემცველი პროდუქტების მოხმარება დღის რუტინაში მზისგან დამცავის გარეშე დაუშვებელია. Supergoop მზისგან დამცავების წარმოების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მუდმივად განახლებად და მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია Daily Dose Vitamin C + SPF 40, რომელიც C ვიტამინისა და მზისგან დამცავის 40%-იანი შემცველობით კანის უკეთეს დაცვას, გაცილებით უფრო ნათელ ფერსა და გაუმჯობესებულ სტრუქტურას უზრუნველყოფს. 

Screenshot 2024-01-09 at 17.42.25.png 822.32 KB
SkinCeuticals C E Ferulic


The SkinCeuticals C E Ferulic-ის შრატი E და C ვიტამინებთან ერთად ფერულის მჟავასაც შეიცავს. ეს მჟავა ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანის მოვლის საშუალებებში დაბერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ფასის მიუხედავად, პროდუქტი საკმაოდ ეკონომიურია, გამოყენებასთან ერთად კი კანი ყოველდღიურად უფრო ნათელი და გლუვი ხდება. სწორედ ამიტომ არის სერუმი არაერთი ჯილდოს მფლობელი და მსოფლიოში აღიარებული დერმატოლოგების საყვარელი პროდუქტი. 

Screenshot 2024-01-09 at 17.43.59.png 620.88 KB
First Aid Beauty 10% Vitamin C Brightening Serum


First Aid Beauty's 10% კანის მკვებავი ინგრედიენტების მთელ რიგს შეიცავს. C და E ვიტამინის ურთიერთქმედებით კანი რბილი, ნათელი და უფრო მეტად ტენიანია.  პროდუქტი იდეალურად ერგება მგრძნობიარე კანს და ამ ვიტამინების დახმარებით, ყოველგვარი დაზიანების გარეშე კანს დაბერებისა და მავნე გარემო ზემოქმედებისაგან იცავს.

Screenshot 2024-01-09 at 17.49.07.png 426.71 KB
Vichy LiftActiv Vitamin C Brightening Skin Corrector


გლიცერინის, ჰიალურონის მჟავასა და  C ვიტამინის   15%-იანი  სინთეზი კანს მაქსიმალურ ბზინვარებასა და იდეალურთან მიახლოებულ ფერს ანიჭებს. გარემო პირობების მავნე ზემოქმედება გავლენას ახდენს კანის ტონალობაზეც, რაც შემდგომ ნაკლებ ბზინვარებასა და შესაბამისად, არაჯანსაღ შესახედაობასაც იწვევს. პროდუქტი ამ ტენიანობისათვის მნიშვნელოვან  ინგრედიენტებთან ერთად 11 აქტიურ ანტიოქსიდანტურ კომპლექსსაც შეიცავს. ამიტომ მისი რეგულარული გამოყენება კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისა და მისგან გამოწვეული გართულებებისაგან იცავს.