თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის, ,,უბნის“ მიერ მომზადდა და გამოიცა პუბლიკაცია - „ქვაბული: თბილისის რუკა“, სადაც ვაკვირდებით ქალაქის გამოსახულებას ლანდშაფტთან მიმართებაში. 300dpi-8.png2.04 MBთბილისის ურბანული პეიზაჟი მხატვრულ მთლიანობას წარმოადგენს და უნიკალურია თავისი ტოპოგრაფიითა და ქალაქის ქსოვილით. ეს მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მილიონობით წლების განმავლობაში მიმდინარე გეოლოგიური პროცესების შედეგადაა წარმოქმნილი, იდეალური ადგილია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქისათვის. სწორედ ამის გამო სხვადასხვა ეპოქაში თბილისი არაერთხელ დაიპყრეს. დამპყრობლებმა საკუთარი კვალი დაამჩნიეს ქალაქის ურბანულ სივრცეს. შემოსევების შედეგად ქალაქი ყოველ ჯერზე ინგრეოდა და ხელახლა შენდებოდა, რაც ახალებურ ფორმას აძლევდა ქალაქის იერსახეს. თბილისი ამ ისტორიულად ჩამოყალიბებული მრავალშრიანი ქსოვილის შესწავლა შესაძლებელია კარტოგრაფიის, როგორც კვლევის ერთ-ერთი ინსტრუმენტის საშუალებით. 300dpi-3.png1.86 MB„ქვაბული: თბილისის რუკა“ ორ ერთმანეთთან იშვიათად დაკავშირებულ კარტოგრაფიულ კოდს მოიცავს: ტოპოლოგიურ ფენომენს და ლაკონიურ schwarzplan-ს. ამით ვიზუალურად ცხადად იკვეთება კავშირი ქალაქის ურბანულ კონტურებსა და ლანდშაფტს შორის. გამოცემაში ასევე შედის ნაშრომი, რომელიც თბილისის გეოლოგიურ კვლევას ეხება.300dpi-2.png1.72 MBეს პუბლიკაცია ნაწილია „უბნის“ ორწლიანი პროგრამისა, რომელიც ქალაქის ფორმას ეძღვნება. ჩვენ ამ კვლევას „ქვები“ და „წყლები“ ვუწოდეთ. ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილ სხვა ექსპონატებთან ერთად, ეს რუკა შევა თბილისის ქალაქგამოსახულების მომავალი მუზეუმის მუდმივ კოლექციაში.300dpi-1.png1.61 MBთბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ მიზნად ისახავს თბილისის ტოპოგრაფიისა და ურბანული გარემოს კომპლექსურ კვლევას, რათა შექმნას ღრმა და მრავალშრიანი კვლევა ქალაქის შესახებ. სხვადასხვა დისციპლინის გართიანებით ,,უბანი” შეეცდება თბილისის შესახებ არსებული ცოდნის შენარჩუნებას, ადაპტაციას და ახალი კვლევების ინიცირებას. 300dpi-10.png2.05 MBფოტოების ავტორი: გრიგორი სოკოლინსკი
დაწერე კომენტარი