ზამთრის თოვლიანი სეზონი გუდაურში სტუმრობისა და თხილამურებით სრიალის გარეშე წარმოუდგენელია - დედაქალაქთან სიახლოვის გამო შაბათ-კვირას განტვირთვა და მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად გუდაურში სასრიალოდ ასვლა უამრავი ადამიანისთვის ზამთრის კვირების ყველაზე სასიამოვნო და საყვარელი დასასრულია. ჩვენი რესპონდენტი ლაშა არჩვაძე, რომელსაც გუდაურთან და თხილამურებით სრიალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება და ბევრი სასიამოვნო მოგონება აქვს, გვირჩევს იმ საინტერესო სასტუმროებს, რესტორნებს თუ ღირსშესანიშნავ ადგილებს, რომლებსაც შაბათ-კვირას გუდაურში ასვლისას შეგვიძლია ვეწვიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ იმ ადგილას, რომელსაც ლაშა გვირჩევს, მათ შორის - „ხიჟინაში“ და „გრადუსში“, ამ უკანასკნელში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის მთელი სეზონის განმავლობაში Visa ბარათით სარგებლობისას 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

IMG_2390.png 1.92 MB

ბოლო დროს აღმოჩენილი საყვარელი ადგილი გუდაურში...

ბოლო დროს ხელუხლებელ ფერდობზე სრიალის ხიბლი აღმოვაჩინე სკიტურის მეშვეობით. 
ყველა უცნობი ადგილი უნიკალური გამოცდილება იყო ჩემთვის, მაგრამ განსაკუთრებული აღმოჩნდა Kobi Pro, სადაც გაშლილი მთის ფერდობები უერთდება მყინვარწვერის ულამაზეს ხედებს.


ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად გახსენებს ბავშვობას...

ბავშვობის ნოსტალგია ძველ გუდაურთან უფრო მაკავშირებს, რომელიც იწყებოდა მარკო პოლოსთან გაჩერებით, შემდეგ კი პირველი საბაგიროდან მთაზე ასვლით, ეს არის ჩემთვის დღემდე უცვლელი ტრადიცია, საუკეთესო ემოცია და ბედნიერი დღის დასაწყისი.

IMG_2391.png 1.94 MB
საუკეთესო კვების ობიექტები ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად...
მთაზე „ხადას ქოხს“, ე.წ. ხიჟინას გავუწევდი რეკომენდაციას, რომელიც  ყველა სხვა ადგილისგან ძველი გუდაურის ხიბლით გამოირჩევა, ასევე "გრადუსს", საღამოობით კი "მარკო პოლოს" რესტორანს, კლასიკურ გარემოს და მაღალი ხარისხის კვებას ვანიჭებ უპირატესობას.


და კერძი, რომელსაც აქ ყოველთვის აგემოვნებ...

„ხიჟინას“ სენდვიჩი და პელმენი ციმბირულად.  

IMG_2392.png 2.06 MB
სასტუმრო, სადაც ყველაზე ხშირად ჩერდები ან სადაც ყველაზე მეტი დრო გაქვს გატარებული...
გუდაურში ყოფნისას სასტუმრო მარკო პოლოში ვატარებ ძირითად დროს მეგობრებთან ერთად. იმის გარდა, რომ კომფორტული გარემოა ბევრი სხვა და სხვა შიდა აქტივობაა, როგორებიც არის: ბოულინგი,ბილიარდი, მაგიდის ტენისი, ჩოგბურთი-რის გამოც აქ ყოფნა არასდროს არის მოსაწყენი.


მთავარი შეკრების ადგილი გუდაურში ყოფნის დროს...
დილით მთაზე „ხიჟინა“,  საღამოს კი „მარკო პოლოს“ ახალი პადელის კორტები

IMG_2393.png 1.93 MB
საუკეთესო ხედი გუდაურიდან...

დილით - კუდებიდან, განსაკუთრებით მზის ჩასვლის დროს - "ხიჟინიდან”.


სამი დანიშნულების წერტილი ან ღირსშესანიშნაობა გუდაურთან ახლოს, რომელსაც აქ სტუმრობისას ერთდღიან ტურზე უნდა ვეწვიოთ...
თრუსოს ხეობა, ჯუთა და ხადას ხეობა - სადაც საოცარი ბუნება,  ულამაზესი ხედები და ძალიან კარგი კემპინგის ადგილებია.

IMG_2396.png 1.82 MB
საყვარელი ტრასა...
ამ სეზონიდან გუდაურს ახალი, კიკილოს სახელობის ტრასა დაემატა, რომელიც ლამაზი ხედებით და კარგი დახრით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გამოვარჩევდი კიკილოს ტრასას.


როცა საქმე თხილამურებით სრიალს ეხება, რატომ მაინცდამაინც გუდაური? რა გამოარჩევს მას ზამთრის სხვა კურორტებისგან?

თბილისიდან მოკლე მანძილის გარდა, ძალიან ფართო, გრძელი და მრავალფეროვანი ტრასები, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

IMG_2395.png 1.87 MB
სიყვარული თხილამურებისადმი...
სრიალი ბავშვობიდან მიყვარს მაგრამ ამ

ბოლო დროს სრიალისგან უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ, მას შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში სკიტური და გაუკვალავში სრიალი გამოჩნდა


სრიალი გაუკვალავში თუ ტრასაზე?

გაუკვალავში სრიალი უფრო მრავალფეროვანია, უფრო ექსტრემალური, განსხვავებული და მეტ სიამოვნებას მანიჭებს.

IMG_2397.png 2.09 MB
მიზეზი, რომლის გამოც აქ ყოველთვის დაბრუნდები...

ბავშვობის დაუვიწყარი ემოციების გაცოცხლება და გუდაურში დამეგობრებულ სხვადასხვა თაობის ადამიანებთან ამ ბედნიერების გაზიარება.


ფოტო: ანი კოკაია