გუჩის ახალი კამპანიის - Gucci Off The Grid-ის სახეები ამერიკელი მსახიობი და ეკოაქტივისტი, ჯეინ ფონდა და ამერიკელი რეპერი, Lil Nas X არიან. კამპანია პირველია გუჩის კოლექციიდან - Gucci Circular Lines, რომელიც გადამუშავებული, ორგანული მასალის გამოყენებას გულისხმობს. მასში ჩემოდნებს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელებს შეხვდებით.




კამპანიისთვის ჰარმონი კორინის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჯეინ ფონდა და Lil Nas X  ხის სახლის ასაგებად ცათამბჯენების ფონზე ხის ტოტებს, ფოთლებს და ბაწრებს აგროვებენ. ვიდეოში მათ King Princess, Miyavi და დევიდ დე როტშილდიც უერთდებიან.




„კოლექცია გუნდური მუშაობის შედეგია - ყველა ჩართულმა პირმა მის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა. ახლის შექმნისთვის ხალხის ერთობის იდეა კამპანიაშიც ხაზგასმულია, - განაცხადა გუჩის მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ. - წარმოვიდგინე, რომ ხის სახლი ქალაქის ცენტრში ყველას ერთად აგვეშენებინა, როგორც პარკში მოთამაშე ბავშვებს. ამ სახლის აგება და იმის გამორკვევა, რომ ჩვენი პლანეტა არსებობს, ყველას გვჭირდება - მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩანს, თითქოს ის აქ არ არის ან ჩვენგან ძალიან შორსაა“.