ფენდის შემოდგომა-ზამთრის 2024-25 წლის კოლექციის ინსპირაცია პრინცესა ანა გახდა. სილვია ვენტურინი ფენდი The chicest woman in the world-ს უწოდებს პრინცესას, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს ფემინურობა, სამხედრო უნიფორმის ტარების მიუხედავად.
,,მე მიყვარს პრინცესა ანას სტილი, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე ელეგანტური ქალია მსოფლიოში", - თქვა ფენდიმ.
პრინცესა ანას ელეგანტური, დამახასიათებელი სტილი მისი სპორტისადმი სიყვარულსაც უკავშირდება. ის ოლიმპიურ თამაშებში ინგლისის ცხენოსნობის გუნდის წევრი იყო, 2012 წელს კი ოლიმპიურ თამაშებში ვერცხლის მედალი მოიპოვა, 1971 წელს BBC-მ იგი წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში ანა იყო პირველი სამეფო პირი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.
Fendi-ს შემოდგომა-ზამთრის 2024-25 კოლექციის ჩვენება 13 იანვარს მილანში გაიმართა.
საცხენოსნო ქურთუკები, პალტოები, ტვიდის ქსოვილისაგან შექმნილი სამოსი, ტყავის ელემენტები, ესთეტიკურ, ნეიტრალურ ფერთა პალიტრა შესანიშნავად ასახავს და ხაზს უსვამს პრინცესას თავდაჯერებულობას, სოლიდურობასა და ჩაცმისადმი ბრიტანულ მიდგომას.
ტრადიციული არისტოკრატიისა და თანამედროვე, ყოველდღიური ტანსაცმლის საინტერესო სინთეზი განსაკუთრებულ ელფერს სძენს კოლექციას.
სწორედ მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის შერწყმა არის დასტური იმისა, რომ Fendi-ს შეუძლია სამეფო მოდის ინტერპრეტაცია.
ფოტოების წყარო: Horses & Hound, The Times, Vogue
დაწერე კომენტარი