თბილისის კინოეკრანებზე 18 იანვარს ნანა ჯორჯაძის ახალი დრამა - ,,პეპლების იძულებითი მიგრაცია” გამოჩნდა. საქართველოში გადაღებული ფილმი რთული სოციალური და მატერიალური რეალობის პირისპირ მდგარ ხელოვანებს ეხება და შემოქმედი ადამიანის კომპრომისებით სავსე ცხოვრებაზე, სევდიან სიყვარულსა და დაუფასებელ შემოქმედებაზე მოგვითხრობს.
ფილმის სცენარი თამარ ბართაიასა და ნანა ჯორჯაძის ერთობლივი ნამუშევარია, მუსიკა კი კომპოზიტორ დათო ევგენიძეს ეკუთვნის.
ფილმში მთავარ როლს ქართველი მსახიობები - რატი ერაძე და თაკო (თამარ) ტაბატაძე ასრულებენ, ასევე შეხვდებით მსახიობებს - ნათია ნიკოლაიშვილს, ანა ქურთუბაძეს, თამარ ბზიავას, გიორგი ცაგარელსა და ბუბა ჯორჯაძეს.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი კინორეჟისორი - ნანა ჯორჯაძე კინემატოგრაფში 1977 წლიდან მოღვაწეობს და პირველი ქართველი შემოქმედია, რომლის ნამუშევარი 1996 წელს ოსკარზე საუკეთესო ფილმის ნომინანტი გახდა.
დაწერე კომენტარი